Search

ზურიკო დავითაშვილის ულამაზესი გოლი ხიმკის კარში

ფონტის ზომა
TT

ზურიკო დავითაშვილმა რუსეთის პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონში მეტოქე გუნდების კარის დალაშქვრა უკვე მესამედ შეძლო.

არსენალ ტულა მეჩვიდმეტე ტურში ხიმკის ესტუმრა და გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევის შანსი ხელიდან არ გაუშვა.

პირველი ტაიმი ხიმკის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა, თუმცა 61' წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ანგარიში გაათანაბრა და არსენალის ქამბექი წარმატებით დაიწყო.

20 წლის ქართველი ნახევარმცველისთვის ეს მიმდინარე სეზონში მესამე გოლი იყო.