Search

ზიდანის რეალის რეკორდები

ფონტის ზომა
TT

ზიზუს დაბრუნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, შემადგენლობა მეტად გადაბერებულია და, რაც მთავარია - კრიშტიანუ რონალდუს გარეშეა. ამ ფაქტორების გამო კი ცვლილებები ზიდანის სამწვრთნელო სტილსა და რეალის პრიორიტეტებსაც დაეტყო. პირველ რიგში, გუნდი ლა ლიგის მოგებაზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის. ხოლო მეორეს მხრივ გუნდი ბევრად უფრო დიდ ყურადღებას აქცევს დაცვას, ვიდრე შეტევას, რაც სტატისტიკაშიც აისახება.