Search

ზიდანის ღია წერილი რეალის გულშემატკივრებს

ფონტის ზომა
TT

AS-მა ზინედინ ზიდანის საჯარო წერილი გამოაქვეყნა, რომელიც ფრანგმა სპეციალისტმა რეალის გულშემატკივრებს მიუძღვნა

" მე წავედი, თუმცა ნავიდან არ გადავმხტარვარ, რადგან არასოდეს დავღლილვარ მწვრთნელობით. 2018 წელს გუნდი დავტოვე, რადგან ასეთი ტიტულოვანი 2,5 წლის შემდეგ გუნდს სიახლე სჭირდებოდა, რათა ისევ უმაღლეს დონეზე დარჩენილიყო."

" დღეს ყველაფერი განსხვავებულადაა. წავედი, რადგან კლუბისგან საჭირო ნდობა ვერ მივიღე."

" კლუბი მხარს არ მიჭერდა შენების პროექტში, ახლანდელში თუ გრძელვადიანში. მე ვიცი ფეხბურთი, რეალის მოთხოვნილებები და ვიცი, როცა ტიტულს ვერ იგებ, უნდა წახვიდე, მაგრამ აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ დაივიწყეს, რასაც მივაღწიე."

" მე ურთიერთობებს ყოველდღიურად ვაგებდი კლუბის თითოეულ წევრთან. მე გამარჯვებისთვის დავიბადე და აქ ტიტულების მოსაგებად ვიყავი, მაგრამ აქ ადამიანები არიან, ემოციებია, ცხოვრება და მაქვს შეგრძნება რომ კლუბს ეს არ აღელვებს. ზოგჯერ მეც კი ვიყავი დადანაშაულებული."

" მე უბრალოდ მსურდა პატივი ეცათ იმისთვის, რასაც ერთად მივაღწიეთ."

" ვისურვებდი კლუბთან და პრეზიდენტთან ბოლო თვეებში უფრო სხვანაირი ურთიერთობა მქონოდა. მე არ ვითხოვდი პრივილეგიებს, რა თქმა უნდა არა. მე ვითხოვდი იმ მოგონებების პატივისცემას, რასაც ერთად მივაღწიეთ."

" დღეს მწვრთნელის კარიერა დიდ კლუბში 2 სეზონით გრძელდება, მეტით არა. საბოლოოდ ადამიანური ურთიერთოები საჭიროა. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული, დიდება და ყველაფერი."

" ძალიან მტკივნეული იყო, როცა პრესაში ჩემი დათხოვნის შესახებ ვკითხულობდი რამდენიმე მარცხის შემდეგ."

" სიახლე მედიაში, რომ მე დამითხოვდნენ თუ მომდევნო მატჩს წავაგებდი, მაზიანებდა მე და გუნდს, რადგან ეს გზავნილები პრესაში, განზრახ ვრცელდებოდა. გუნდში ნეგატიურ ატმოსფეროს ქმნიდა, რაც შემადგენლობაში ეჭვსა და გაუგებრობას იწვევდა."

" მე ზუსტად ვიცი, რა სჭირდება გუნდს. ამ 20 წლის განმავლობაში, რაც კლუბში გავატარე, მივხვდი რომ, თქვენ, ფანებს, გამარჯვება გრჭირდებათ და ჩვენ ამას ვაკეთებდით. ამის გარდა ფანებს სურთ, რომ გუნდი და მწვრთნელი ბოლომდე იხარჯებოდნენ და მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ ჩვენი 100% გავიღეთ. "

" ამ წერილს ასევე ვიყენებ ჟურნალისტებისთვის. მე ასეულობით პრესკონფერენცია გავმართე და სამწუხაროდ, ჩვენ ფეხბურთზე ბევრი არ გვისაუბრია. მე არ ვაპირებ თქვენთვის გაკვეთილის ჩატარებას, თუმცა კარგი იქნებოდა თქვენი კითხვები ყოველთვის საკამათო არ ყოფილიყო."

" ფლორენტინომ ჩემზე ფსონი 2001 წელს გააკეთა და იბრძოდა ჩემს აქ მოსაყვანად, მიუხედავად იმისა, რომ მისი სურვილის წინააღმდეგნი იყვნენ. გულწრფელად რომ ვთქვა, მე მადლობელი ვარ პრეზიდენტის ამისთვის. ახლაც და ყოველთვის."

" რეალში 20 წელი გავატარე და და ეს საუკეთესო რამაა, რაც ჩემ ცხოვრებაში მომხდარა და ვიცი ამას ფლორენტინო პერესს უნდა ვუმადლოდე."

" ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩვენ შორის რაღაც განსაკუთრებული იყო. მქონდა პატივი ვყოფილიყავი მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბის ფეხბურთელი და მწვრთნელი. ამის იქით მეც მადრიდისტა ვარ, როგორც თქვენ ყველა."

" ვწერ ამ წერილს მადრიდისტებისთვის, რომ დაგემშვიდობოთ და აგიხსნათ ჩემი გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე. "

" როცა 2019 წელს რეალში 8 თვის შემდეგ დავბრუნდი, ეს იმიტომ რომ ფლორენტინო პერესმა მთხოვა და იმიტომ, რომ თქვენ, ფანები ამას აკეთებდით ყოველდღიურად."

" კარგია, რომ მყავს რამდენიმე შესანიშნავი ბიჭი, რომელიც ჩემთან ბოლომდე იყო[იგ. გუნდი]. როცა ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა, ისინი დიდებული გამარჯვებებით გადამარჩენდნენ ხოლმე, რადგან მათ სჯეროდათ ჩემი და იცოდნენ, რომ მეც მჯეროდა მათი."

" რა თქმა უნდა, მე მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ უნდა მქონოდა საშუალება მიმეღო მხარდაჭერა და ნდობა, რაც ყველას სჭირდება მუშაობის დროს, იქნება ეს მოთამაშე, თუ იქ მომუშავე."

" ვცდილობდი რეალის ღირებულებები გადმომეცა. განსაკუთრებით მოთამაშეებისთვის, რომლებიც არიან და ყოველთვის იქნებიან ამ თამაშის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მოდით, ნუ დავივიწყებთ ფეხბურთს, მოდით, გავურთხილდეთ მას."

" ძვირფასო მადრიდისტებო, მე ყოველთვის ერთ-ერთი თქვენგანი ვიქნები.Hala Madrid"