Search

ყალბი კლეი ტომპსონი პარკეტზე გამოიჭირეს

ფონტის ზომა
TT

უკვე დიდი ხანია ინტერნეტი კარგად იცნობს გოლდენ სტეიტის ცნობილ გულშემატკივარს დაუსონ გარლის, რომელიც კლეი ტომპსონთან დიდი მსგავსების გამო ცნობილია როგორც “ყალბი კლეი ტომპსონი.” ის გუნდის თამაშებს ხშირად ესწრება და ფანების გარკვეულ ნაწილში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. თუმცა წლევანდელი სუპერფინალის დროს, მან გადაწყვიტა გულშემატკივრების სექციაში ჯდომით აღარ დაკმაყოფილებულიყო.


როგორც თვითონ ამბობს, მან დაცვის ხუთი “ფენა” ისე გაიარა, რომ მისი გადამოწმება არავის უცდია და პარკეტამდეც სრულიად უპრობლემოდ მიაღწია. თამაშის დაწყებამდე, როცა კალათბურთელები ხურდებიან, დაუსონ გარლი ბურთს კალათში მთელი 10 წუთი ისროდა, სანამ საბოლოოდ არ აღმოაჩინეს და დარბაზიდან გააძევეს.

 




ღირდა 10 ათასი დოლარის ღირებულების ბილეთების დაკარგვა და გოლდენ სტეიტის არენაზე დასწრების სამუდამო აკრძალვა ამად? აბსოლუტურად! მთელი 10 წუთის განმავლობაში ნბა-ს კალათბურთელი ვიყავი - წერს იგი ტვიტერზე