Search

ხვიჩამ სეზონის პირველი გოლი გაიტანა

ფონტის ზომა
TT

რუბინის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის წინააღმდეგ ულამაზესი გოლი გაიტანა.

რუსეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ყაზანელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს, საბოლოო ანგარში კი სწორედ ხვიჩამ დააფიქსირა.

40' წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმოს გარედან დაარტყა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში ქართველმა მცირე დაზიანება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია, მაგრამ როგორც მატჩისშემდგომ ინტერვიუში სლუცკიმ განაცხადა, სერიოზული არაფერია.

ხვიჩას რუბინს 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და რუსეთის პრემიერ ლიგას ლიდერობს.