Search

ხვიჩამ საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლი შეაგდო

ფონტის ზომა
TT

ხვიჩა კვარაცხელია დაფრინავს! ქართველმა ფეხბურთელმა მორიგი შესანიშნავი გოლი გაიტანა და მსოფლიოს ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია.

ხვიჩას გოლი სოჭის კარში

საქართველოს ნაკრების ზედიზედ ორ მატჩში საბერძნეთის და ესპანეთის კარების დალაშქვრის შემდეგ ხვიჩას მორიგი მსხვერპლი სოჭი გამოდგა.

კვარაცხელია მოედანზე 46' წუთზე გამოვიდა და გოლის გატანა 71' წუთზე შეძლო. ეს გოლი მატჩში ერთადერთი იყო და რუბინს მინიმალური სხვაობით გამარჯვება მოუტანა.

რუბინი ამ გამარჯვებით სოჭის ქულებით დაეწია და მეოთხე ადგილი დაიკავა, რამაც რუბინის ევროთასებზე გასვლის შანსები მნიშვნელოვნად გაზარდა.

Whoscored-ზე ხვიჩამ 7.4 შეფასება დაიმსახურა და ზედიზედ მესამე მატჩში დასახელდა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად