Search

ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები პრესეზონიდან

ფონტის ზომა
TT

ხვიჩა კვარაცხელია 2021/22 სეზონს შესანიშნავ ფორმაში ხვდება და ქართველმა სეზონისწინა მატჩებში უმაღლესი დონის ფეხბურთი აჩვენა.

ცოტა ხნის წინ ხვიჩა რუბინის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ახლა კი ქართველი გულშემატკივარი იმედს იტოვებს რომ კვარაცხელია ასპარეზობას ევროპის რომელიმე ტოპ კლუბში გააგრძელებს.

აქამდე ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ზედიზედ ორჯერ დაასახელეს, ამიტომ ინდივიდუალური ჯილდოების მიღება მისთვის უცხო ხილი არ არის.

ხვიჩა წარდგენილი იყო რუბინის სეზონის საუკეთესო გოლის ნომინაციაშიც, მაგრამ ეს ჯილდო მაკაროვს გადაეცა.