Search

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა

ფონტის ზომა
TT

ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2021 წელი შესანიშნავად მიმდინარეობს, ქართველი ფეხბურთელის წინსვლა კი გერმანულმა transfermarkt-მაც შეამჩნია.

სანაკრებო შესვენებისას, ხვიჩა მთელი კვირის განმავლობაში პორტალზე ყველაზე ნახვადი ფეხბურთელი იყო და დიდი ყურადღება მიექცა იმ ფაქტს, რომ შესანიშნავი პერფორმანსებისდა მიუხედავად მისი ფასი დეკემბრის შემდეგ უცვლელი იყო.

ეს ყველაფერი 13 აპრილს შეიცვალა, როცა ხვიჩას ფასი 10 მილიონიდან 15 მილიონამდე გაიზარდა და მის შარშან ამ დროს არსებულ ფასთან შედარებით 650%-ით მეტი გახდა.

კვარაცხელიას ფასი, ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩას რუსული პრემიერ ლიგის ამ სეზონში უკვე 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემა აქვს და გოლისმომტან ქმედებას ყოველ 143 წუთში ერთხელ ახორციელებს.

კვარაცხელიამ უკანასკნელ 4 შეხვედრაში 3 "Man of the match" ჯილდოც მიიღო და მიმდინარე სეზონში ასეთი 6 დაუგროვდა.

სანაკრებო შესვენებაზე ახალგაზრდა ქართველის სანახავად 10-ზე მეტი ევროპული გრანდის სკაუტები იყვნენ ჩამოსულები და ზაფხულში ქართველი გულშემატკივარი კვარაცხელიას კარიერაში დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯებს ელოდება.

ხვიჩა კვარაცხელია, ხვიჩას ფასი, სატრანსფერო ფასი