ხავი ერნანდესი ბარსელონას მწვრთნელად 2021 წლის 6 ნოემბერს დაინიშნა, 2022/23 სეზონის ლა ლიგა კი შესაძლოა პირველი დიდი ტურნირი იყოს, რომელსაც მისი ბარსა მოიგებს
16 ტურის შემდეგ ბარსელონას 41 ქულა აქვს, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში კლუბის საუკეთესო შედეგია
მეორე საუკეთსო შედეგი 2019/20 წელს ერნესტო ვალვერდეს ჰქონდა, რომელმაც 48 შესაძლო ქულიდან 35 აიღო და ლა ლიგას ლიდერობდა კიდეც, თუმცა იანვარში დაითხოვეს
ხავის ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ზედიზედ ორჯერ ჩარჩა, მაგრამ ესპანელი სპეციალისტის კატალონიურ კლუბში მოსვლის შემდეგ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ბარსაზე მეტი ქულა მხოლოდ პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტის აქვს მოგროვებული
თუმცა, ზუსტად იმდენივე ქულა აქვს მოგროვებული მადრიდის რეალს - რომელიც 38 ქულით ბარსელონას კუდში მისდევს და სექტემბერში კლასიკოში დაამარცხა კიდეც ოპონენტი
ახლა ლა ლიგა ცოტა ხნით ესპანეთის სუპერთასის გამო ჩერდება, სადაც ბარსელონა და რეალი შესაძლოა ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ და ერთმანეთში სეზონის პირველი ტიტული გაითამაშონ
რეალი 11 იანვარს ვალენსიას შეხვდება, ბარსელონა კი მომდევნო დღეს ბილბაოს დაუპირისპირდება. ფინალი 15 იანვარს, საუდის არაბეთში გაიმართება