Search

ვინ არიან პრემიერ ლიგის მოგების ფავორიტები?

ფონტის ზომა
TT

5. ტოტენჰემი - 20.0

ცოტა ხნის წინ ჟოზე მოურინიოს გუნდი საოცარ ფორმაში იყო და ბევრი ვარაუდობდა, რომ დეზები ლივერპულის მთავარი კონკურენტი იქნებოდნენ ინგლისის ჩემპიონობისთვის რბოლაში.

თუმცა, მოურინიოს შეგირდები ზედიზედ 4 ტურია მოგებას ვერ ახერხებენ და თუ ლონდონელები იქამდე პირველ ადგილს ლივერპულთან იყოფენ, ახლა მეხუთე-მეექვსე ადგილს ინაწილებენ მან სიტისთან ერთად.

დადე ფსონი პრემიერ ლიგის გამარჯვებულზე

4. ჩელსი - 18.5

ჩელსიმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე €247 მილიონი დახარჯა და თუ კოვიდ პანდემიის გამო დაზარალებულ საფეხბურთო ეკონომიკას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ არისტოკრატების შენაძენების ფასი რეალურად ბევრად მეტი იყო.

ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე შესანიშნავად თამაშობს - შინ ჩატარებულ მატჩებში დაგროვილი ქულებით ლონდონელები ამ სეზონში მხოლოდ ლივერპულს ჩამორჩებიან, აი გასვლაზე ნაჩვენები შედეგით ლურჯები მერვე ადგილზე არიან და 8 მატჩში მხოლოდ 3 მოგება აქვთ.

3. მან იუნაიტედი - 11.5

ოლე გუნარ სოლშაერი უკვე მესამე სეზონს იწყებს მანჩესტერის თავკაცის პოზიციაზე, წითელი ეშმაკები კი უკვე გრძნობენ, რომ ბოლო ინგლისის ჩემპიონობიდან სულ უფრო და უფრო დიდი დრო გადის.

სადებიუტო სეზონში ოლე მწვრთნელად დეკემბერში დაინიშნა, 2019/20 კი მისთვის საკმაოდ არათანაბარი სეზონი იყო - ზამთარში ბრუნო ფერნანდეშის ყიდვამ გუნდის მეორე წრე ბევრად უფრო დადებითად აქცია, ვიდრე პირველი.

ამ სეზონში კი სოლშაერს უკვე ოპტიმალური გუნდი ჰყავს და იუნაიტედის გულშემატკივრების მოთხოვნებიც შესაბამისი იქნება.

2. მან სიტი - 2.6

მან სიტი ეცდება ბოლო 4 წელიწადში მესამე პრემიერ ლიგის ტიტული მოიგოს. პეპმა ჩემპიონობა 2018 და 2019 წლებში არავის დაუთმო, მაგრამ 2020 წელს, მიუხედავად იმისა რომ მესამე ადგილს 15 ქულით გაუსწრო, პირველადგილოსან ლივერპულს 18 ქულით ჩამორჩა.

სიტის ინგლისში ყველაზე ღრმა შემადგენლობა ჰყავს და კოვიდ პანდემიით გამოწვეული მასიური ტრავმიანობის ფონზე, შესაძლოა სიტის დიდი სარეზერვო რესურსი გადამწყვეტი გამოდგეს.

1. ლივერპული - 2.0

პრემიერ ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი, რა თქმა უნდა ლივერპულია. მერსესაიდელები უკვე მესამე საოცარ სეზონს ატარებენ - 2019 წელს 97 ქულით მეორე ადგილზე დამთავრების შემდეგ, წითლებმა 19/20 სეზონში 99 ქულა აიღეს და ნანატრ პრემიერ ლიგას დამაჯერებლად დაეუფლნენ.

15 ტურის შემდეგ ლივერპული ცხრილს წელსაც ლიდერობს და რაც მთავარია, იურგენ კლოპმა აჩვენა რომ გუნდს მოგება წამყვანი ლიდერების გარეშეც შეუძლია.

დადე ფსონი პრემიერ ლიგის გამარჯვებულზე