ჩემპიონთა ლიგის სეზონი დასკვნით ფაზაში შედის, მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრასთან ერთად კი უკვე ფინალური ბადეც მივიღეთ და ამან ტურნირის ფავორიტები კიდევ ერთხელ გამოკვეთა.
მადრიდის რეალი და ლივერპული ერთმანეთს მსგავსი პრობლემების წინაზე შხვდებიან. შიდა ჩემპიონატში სახარბიელო სეზონი არცერთ გუნდს აქვს, ამის მთავარი მიზეზი კი ძალიან სერიოზული ტრავმიანობაა.
მაგალითად, მადრიდის რეალის ფეხბურთელებმა ამ სეზონში ტრავმა უკვე 49-ჯერ მიიღეს, უკანასკნელი პრობლემა ფედე ვალვერდეს ტრავმა იყო, რომელიც ორი დღის წინ დაიმტვრა და დიდი ალბათობით მეოთხედფინალში ვერ ითამაშებს.
ერლინგ ბრაუტ ჰოლანდისგან რეკორდების მსხვრევას უკვე ყველა შეეჩვია - ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 14 მატჩში ნორვეგიელს 20 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. ერლინგი ტურნირზე 8 გუნდს შეხვდა და ყველა მათგანს გაუტანა.
მეორე მხარეს მანჩესტერ სიტია, რომეიც პეპ გვარდიოლას თავკაცობით გუნდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს და ლიგის მთავარ ფავორიტად ითვლება.
ლონდონის ჩელსიმ არც თუ ისე წარმატებული პირველი წრის და გუნდის ლეგენდის ნაადრევად დათხოვნის შემდეგ, ყველა გააოცა და მეორე წრეში ტომას ტუხელთან ერთად გუნდი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად მოგვევლინა. ტუხელის თავკაცობით გუნდს 14 მატჩში 0 წაგება და მხოლოდ 2 გაშვებული გოლი აქვს.
მეორე მხარეს პორტუგალიური გუნდია, რომლის მეოთხედფინალში გასვლას ბევრი არავინ ელოდა, მაგრამ მათ ტურინის იუვენტუსის დამარცხება შეძლეს და ევროპულ გრანდებს დაანახეს, რომ ანგარიშგასაწევი ძალა არიან.
მიუნხენის ბაიერნის და პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირება ამ ეტაპის ცენტრალური მატჩი იქნება. სწორედ ამ გუნდებს შორის მოხდა 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გათამაშება, სადაც გამარჯვებული რეკორდმაისტერი გამოვიდა.
ბაიერნმა გასულ სეზონში ბარსელონას რეკორდი გაიმეორა და მეორე გუნდი გახდა, ვინც ევროპაში ორი ტრიპლეტის მოგება მოახერხა. წელს ბავარიელები რეალის რეკორდის გამეორებას და ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგებას ეცდებიან.
პსჟ-მ მერვედფინალში ბარსელონა ნეიმარის და დი მარიას გარეშე გაანადგურა და გუნდი აპირებს ბაიერნს უფრო დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს, ვიდრე ეს შარშან მოახერხეს.
1.მან სიტი - 2.95
2.მიუნხენის ბაიერნი - 4.40
3.ჩელსი - 5.80
4.ლივერპული - 6.30
5.პსჟ - 8.30