Search

ვილი სანიოლის კარიერის საუკეთესო მომენტები

ფონტის ზომა
TT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი მწვრთნელი, ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი ვილი სანიოლი გახდა.

43 წლის ფრანგი სპეციალისტი წარსულში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს, ბორდოს და ძალიან ცოტა ხნით მიუნხენის ბაიერნს წვრთნიდა.

თუმცა, ბევრად უფრო დიდი გამოცდილება სანიოლს საფეხბურთო კარიერაში აქვს, სადაც მარჯვენა მცველმა ჩემპიონთა ლიგის მოგება და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაში მოახერხა.

კარიერის უმეტესი ნაწილი ვილიმ ბაიერნში გაატარა, სადაც ფრანგმა 254 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.