Search

ვიდეო: შერიფმა ბერნაბეუზე ულამაზესი გოლით მოიგო

ფონტის ზომა
TT

მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი სენსაციური მარცხი განიცადა და ამჯერად სანტიაგო ბერნაბეუზე იმ გუნდთან წააგო, რომელიც ორი წლის წინ საკვალიფიკაციო ეტაპიდან საბურთალომ გამოთიშა.

შერიფის გამარჯვების გოლი

საბურთალოსთან 0:3 დამარცხებულმა შერიფმა ანგარიშის გახსნა 25' წუთზე მოახერხა და პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც.

მეორე ნახევარში კარიმ ბენზემამ პენალტიდან ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და რეალი მატჩში დააბრუნა.

გუნდმა რომელიც 2019 წელს ლიგის საკვალიფიკაციოდან საბურთალომ გააგდო, მეორე გოლი 72' წუთზე გაიტანა, მაგრამ ის თამაშგარის გამო გააუქმეს.

თუმცა სტუმრებმა გამარჯვების გოლი მაინც გაიტანეს - მატჩის 90 წუთზე სებასტიენ თილმა ტიბო კურტუას გოლი პირდაპირ ცხრიანში გაუტანა და თავის გუნდს ჯგუფში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოუტანა.