Search

ვიდეო: რონალდუს დუბლი 89' წუთიდან და პორტუგალიის ქამბექი

ფონტის ზომა
TT

გევინ ბაზუნუმ კრიშტიანუ რონალდუს დარტყმული პენალტი მოიგერია და ირლანდიის ნაკრები დამსახურებული გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუს შეჩერება ირლანდიელებმა ბოლომდე მაინც ვერ მოახერხეს.

მატჩის 89' და 95' წუთებზე ლეგენდარულმა პორტუგალიელმა თავისი სანაკრებო კარიერის 110 და 111 გოლები გაიტანა, რითიც ჯერ სანაკრებო ფეხბურთის ყველა დროის ერთპიროვნული ბომბარდირი გახდა, შემდეგ კი თავისივე შედეგი გააუმჯობესა.

კრიშტიანუს ნაკრებში იმაზე 102 გოლით მეტი აქვს გატანილი, ვიდრე მთლიანი ირლანდიის ნაკრების შემადგენლობას.

რონალდუ პრემიერ ლიგის დებიუტს სერიოზულად მომზადებული ელოდება და მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებს დღითიდღე უფრო აიმედებს.

შემდეგ ოფიციალურ მატჩს პორტუგალიის ნაკრები 7 სექტემბერს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს. იქამდე კი 4 სექტემბერს ამხანაგურ შეხვედრას ითამაშებენ ყატარის ნაკრების წინააღმდეგ.