Search

ვიდეო: რონალდუმ ლივერპულის ფეხბურთელს ფეხი ჩაარტყა

ფონტის ზომა
TT

ლივერპულმა პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში მანჩესტერ იუნაიტედი გაანადგურა, წითელი ეშმაკების მთავარმა ვარსკვლავმა კი ფანებს თავი კერტის ჯონსთან მომხდარი ეპიზოდით დაამახსოვრა.

პირველი ტაიმის დამატებით დროში, როცა იუნაიტედი უკვე 0:3 მარცხდებოდა, რონალდუმ ლივერპულის ახალგაზრდა მოთამაშეს ფეხი ჩაარტყა.

გულშემატკივრების დიდი ნაწილის აზრით, რონალდუს ამ ეპიზოდში წითელი ბარათი უნდა მიეღო.