Search

ვიდეო: ნიკა კვეკვესკირმა შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა

ფონტის ზომა
TT

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა პოლონეთის ჩემპიონატში შესანიშნავი საჯარიმო დარტყმიდან გოლის გატანა მოახერხა, ეს ნიკას პირველი გოლი იყო ექსტრაკლასაში.

კვეკვესკირის ჯარიმა გდანსკის წინააღმდეგ

კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონატში მეორე სეზონს ატარებს და თავის გამოჩენა პირველად მოახერხა, ამისთვის ქართველ ნახევარმცველს 16 მატჩი დასჭირდა.

5 ტურის შემდეგ, კვეკვესკირის გუნდი ლეხ პოზნანი 13 ქულით პოლონეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

უკანასკნელ ტურში ლეხმა გდანსკი დაამარცხა, სწორედ ამ მატჩის 63' წუთზე მოახერხა ნიკამ თავის გამოჩენა საჯარიმო დარტყმიდან.