Search

ვიდეო: მესის პირველი გოლი პსჟ-ს შემადგენლობაში!

ფონტის ზომა
TT

ლიონელ მესიმ პარის სენ-ჟერმენის მაისურით პირველი გოლი პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ, უმნიშვნელოვანეს შეხვედარში გაიტანა!

მესის გოლი სიტის კარში

აქამდე პსჟ და სიტი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ შეხვდნენ 2016 და 2021 წლებში, მაგრამ ორივე დუელი ქალაქელების გამარჯვებით დასრულდა. ლიონელ მესისთან ერთად კი პარიზელებმა ქალაქელების დამარცხება ისტორიაში პირველად მოახერხეს.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჯიჯი დონარუმა დასახელდა, რომელმაც კარი მშრალად შეინახა, 7 სეივი განახორციელა და სამაგალითო შეხვედრა ჩაატარა.

ახლანდელი მდგომარეობით მანჩესტერ სიტი მე-3 ადგილზეა და ბრიუგესთან აუცილებლად გამარჯვება ჭირდება, რათა გუნდის პლეი ოფში გასვლა გარჩევის საკითხად არ იქცეს.

მიუხედავად დაცვითი ტაქტიკისა, პსჟმ ამ მატჩში იმის მცირედით დემონსტრირება მოახდინა, თუ რისი გაკეთება შეუძლია მათ შემტევ ტრიოს.