Search

ვიდეო: მესიმ ულამაზესი გოლებით პელეს რეკორდი მოხსნა

ფონტის ზომა
TT

მესიმ ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ ჰეთთრიკი შეასრულა და სამხრეთამერიკელ ფეხბურთელებს შორის ისტორიაში ყველაზე მეტი სანაკრებო გოლი დაუგროვდა.

პელეს რეკორდი, რომელიც რამდენიმე დეკადის განმავლობაში ხელშეუხებელი იყო, 92 მატჩში გატანილ 77 გოლს გულისხმობდა, მაგრამ უკვე დიდი ხნის წინ ყველა ვარაუდობდა, რომ ადრე თუ გვიან ლეო პელეს აუცილებლად დაეწეოდა.

პსჟ-ს სუპერვარსკვლავმა ბოლივიას ჰეთთრიკი შეუსრულა და 153 სანაკრებო მატჩში 79 გოლი დააგროვა.

მოქმედ სამხრეთამერიკელებს შორის ლეოს 11 გოლით ჩამორჩება ნეიმარი, ხოლო 16-ით ლუის სუარესი.