Search

ვიდეო: მესი საშინელ ტრავმას გადაურჩა

ფონტის ზომა
TT

ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.

პარის სენ-ჟერმენისა და არგენტინის ნაკრების სუპერვარსკვლავი სერიოზული დარტყმის მსხვერპლი გახდა ადრიან მარტინესისგან, რომელიც ვიდეორეფერის განხილვის შემდეგ პირდაპირი წითელი ბარათით გააგდეს მოედნიდან.

მესი ეპიზოდს დაზიანების გარეშე გადაურჩა და რამდენიმე წუთში თამაში ჩვეულებრივად გააგრძელა. არგენტინამ მატჩი 3:1 მოიგო.