Search

მერაბ დვალიშვილის მორიგი გამარჯვება

ფონტის ზომა
TT

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა კომპანიაში მეცხრე ბრძოლა ჩაატარა და ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა

მერაბის მეტოქე ბრაზილიელი მერლონ მორაეში იყო, რომელმაც მატჩის დასაწყისში დიდი უპირატესობა მოიპოვა და ერთ მომენტში მერაბი ნოკაუტსაც გადაურჩა, მაგრამ ამის შემდეგ დვალიშვილმა რეაბილიტირება შეძლო და მატჩი გამარჯვებით დაასრულა

მერაბი რეიტინგში აქამდე მე-11 ადგილზე იყო, მაგრამ დიდი ალბათობით ამ გამარჯვების შემდეგ ტოპ 10-ში დაიკავებს პოზიციას

მერაბს ამ გამარჯვებით თავის დივიზიონში ყველაზე დიდი მოქმედი მოგებების სერია აქვს, ამ რეკორდს იგი ალჯამეინ სტერლინგთან იყოფს