Search

ვიდეო: მამარდაშვილმა კარი ისევ მშრალად შეინახა

ფონტის ზომა
TT

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში უკვე მესამე ოფიციალური მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთხელ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

მამარდაშვილის კარში გოლის გატანა ვერც ალავესმა მოახერხა და 3 ტურის შემდეგ ქართველ გოლკიპერს მხოლოდ 1 გოლი აქვს გაშვებული.

ამ მომენტისთვის, გიორგი ზამორას ჯილდოსთვის ბრძოლაში პირველ ადგილს ინაწილებს მანოლო რეინასა და დიეგო ლოპესთან.

მხოლოდ 1 გაშვებულ გოლთან ერთად, ვალენსიას კარის დარაჯმა 10 სეივის გაკეთება მოახერხა, ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა კი მისი მოგერიებული ბურთი ამ ტურშიც გამოარჩია.

"დაიმახსოვრეთ სახელი: გიორგი მამარდაშვილი" - წერს ლა ლიგის ოფიციალური ტვიტერის გვერდი