თურქეთის სუპერლიგის პირველ 3 ტურში საბა ლობჟანიძემ ზედიზედ სამჯერ მოახერხა გატანა და ტურნირის ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს.
საბას მესამე გოლი ამ ტურში განსაკუთრებულად გამორჩეული და ლამაზი იყო - მან პარტნიორს კედელი გაუთამაშა, საჯარიმოში შეიჭრა და გარე ტერფით, კუარეჟმას სტილში შორეულ ცხრიანში შეაგდო.
საბამ ამ მატჩში საგოლე გადაცემაც შეასრულა და 3 ტურის შემდეგ 3 გოლით და 1 საგოლე გადაცემით იწონებს თავს.