Search

ვიდეო: კავანიმ არეოლას 36 მეტრის სიშორიდან გაუტანა

ფონტის ზომა
TT

ედინსონ კავანიმ მანჩესტერ იუნაიტედში ჯერ-ჯერობით მხოლოდ 1 სეზონი გაატარა, მაგრამ გულშემატკივრებისთვის თავის შეყვარება უკვე მოასწრო.

თუ რატომ უყვართ ურუგვაელი წითელ ეშმაკებს ამის იდეალური მაგალითი ფულჰემთან შეხვედრაში კიდევ ერთხელ ვნახეთ.

ამ სეზონში პირველად, ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედის შეხვედრას გულშემატკივრები ესწრებოდნენ, კავანიმ კი ფანებს დაბრუნება ულამაზესი გოლით მიულოცა.

მიმოხილვა - მან იუნაიტედი 1:1 ფულემი

ურუგვაელმა 40 იარდის სიშორიდან კარიდან გამოსული არეოლა დაინახა და მეკარის შეცდომა უზუსტესი დარტყმით გამოიყენა.

ამ გოლით კავანი მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით კიდევ ერთ ლეგენდარულ ურუგვაელს, დიეგო ფორლანს გაუთანაბრდა და ეს 37 მატჩით ნაკლებში შეძლო.

იუნაიტედმა სეზონის მეორე ადგილზე დასრულება გაინაღდა და ახლა წითელი ეშმაკები კონცენტრირებას მთლიანად ევროპის ლიგის ფინალზე მოახდენენ, რათა სეზონი ტიტულით დაასრულონ.

კავანი, ოლდ ტრაფორდი, მანჩესტერ იუნაიტედი, ედინსონ კავანი