Search

ვიდეო: იკერ კასილასის საუკეთესო სეივები

ფონტის ზომა
TT

იკერი მადრიდის რეალისა და ესპანური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე იყო, რომელიც სამეფო კლუბს 9 წლის ასაკში შეუერთდა და რეალში 25 წელი გაატარა, რა დროსაც გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლეგენდა, სამაგალითო კაპიტანი და გულშემატკივრების საყვარელი ფიგურა გახდა.

იკერს არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი, რომ კარგ ფეხბურთელზე მეტად უნდოდა, ხალხს კარგი ადამიანის სახელით დამახსოვრებოდა, კასილასი კი ნამდვილად ყველას უყვარდა. 

რეალში მან 725 მატჩი ჩაატარა და კლუბში გატარებულ 16 სეზონში 19 ტიტული მოიგო: მათ შორის 3 ჩემპიონთა ლიგა და 5 ლა ლიგა.

სერხიო რამოსის შემდეგ მას ესპანეთის ნაკრებში ყველაზე მეტი, 167 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც ორი ევროპის ჩემპიონატისა და მუნდიალის მოგება მოახერხა.

იკერი ფიფას და IFFHS-ს ვერსიებით წლის საუკეთესო მეკარედ 5-5ჯერ დასახელდა, ქალაქ მადრიდის საზოგადოებამ კი მას სპორტული დამსახურებებისთვის სამეფო ორდენიც გადასცა.