Search

VAR-ის შეცდომა, რომელმაც ინგლისი აალაპარაკა

ფონტის ზომა
TT

FA Cup-ის 1/32 ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მერსესაიდის ლივერპული და ვულვერჰემპტონ უანდერერსი შეხვდნენ

მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს რომ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრაც უნდა გაიმართოს

ლივერპულელებს ეს საერთოდ არ მოსწონთ, რადგან ისედაც კატასტროფულად დატვირთულ განრიგში კიდევ ერთი მატჩი ჩაემატებათ, მაგრამ მატჩის შედეგით უკმაყოფილოები ვულვზის ფეხბურთელები უფრო არიან

შეხვედრის 82' წუთზე ტოტიმ თავისი გუნდის მესამე გოლი შეაგდო, რომელიც ლივერპულს ტურნირიდან თიშავდა, მაგრამ ლაინსმენმა ალამი აწია

ვიდეორეფერიმ თამაშგარე ვერ გადაამოწმა, რადგან ვერ იპოვეს რაკურსი, რომლითაც ოფსაიდს გაზომავდნენ

ვულვზის უკმაყოფილების მიზეზი ის გახდა, რომ ასეთი რაკურსის პოვნა უამრავმა ტელეარხმა ნახა და აჩვენეს, რომ თამშგარეში ვულვზის ფეხბურთელი არ ყოფილა