Search

ტრანსფერები, რომლებსაც ზაფხულში უნდა ველოდეთ

ფონტის ზომა
TT

კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის სატრანსფერო ფანჯარა წინა წლებისგან განსხვავებული იქნება. თუმცა, გუნდებისგან არაერთ საინტერესო ტრანსფერს მაინც ველოდებით.

იუვე სარის შემცვლელს ეძებს

ტურინში სარის მუშაობით უკმაყოფილოები არიან და ცნობილია, რომ მის შემცვლელს აქტიურად ეძებენ.

რა თქმა უნდა, იტალიელი სპეციალისტის მომავალი ჩემპიონთა ლიგაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ შემდეგ სეზონი ლიგის ფინალიდან სულ რამდენიმე კვირაში დაიწყება და გუნდს სათადარიგო ვარიანტებზე ფიქრი უკვე უწევს.

ჩემპიონთა ლიგა 7-დან 23 აგვისტომდე გაგრძელდება, 2020/21 სეზონის დაწყებას კი ქვეყნები სექტემბრის თვეში აპირებენ.

იტალიური პრესა ყველაზე ხშირად პოჩეტინოზე მიგვითითებს, რომელიც ტოტენჰემიდან დათხოვნის შემდეგ ჯერ კიდევ უმუშევარია.

La Stampa წერს, რომ ტურინელებს პოჩეტინოსთან მოლაპარაკება უკვე დაწყებული აქვთ.

ედისონ კავანი თავისუფალი აგენტია

ედისონ კავანი უკვე თავისუფალი აგენტია, რადგან ფეხბურთელის კონტრაქტი პსჟ-სთან 1 ივლისს ამოეწურა.

ურუგვაელი ზამთარში ძალიან ახლოს იყო ატლეტიკოში გადასვლასთან, მაგრამ კლუბებს შორის მოლაპარაკებები კრახით დასრულდა და მადრიდელებმა განაცხადეს, რომ "თავს არავის გააძარცვინებდნენ."

კავანიმ პსჟ-ში შვიდი სეზონი გაატარა, 301 მატჩში 200 გოლის გატანა მოახერხა და პარიზულ გუნდთან ერთად 19 ტიტული მოიგო.

ლიდს იუნაიტედის მფლობელმა კი ინტერვიუში დაადასტურა, რომ კლუბი კავანის შეძენაზე ფიქრობს.

მარსელო ბიელსას გუნდი მომდევნო სეზონში პრემიერ ლიგას დიდი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება და ინგლისის ტოპ დივიზიონში თავის გამოჩენის შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს.

კავანის შეძენით ლისაბონური ბენფიკაც იყო დაინტერესებული, მაგრამ ეს ტრანსფერი მას შემდეგ ჩაიშალა რაც თავდამსხმელმა კვირაში £200,000 მოითხოვა.

კულიბალი გრანდებს უნდათ

კალიდუ კულიბალი დღეს დღეობით ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ითვლება და მისი შეძენით უკვე არაერთი სეზონია ევროპის ტოპ გუნდები ინტერესდებიან.

მცველთან დაკავშირებული უკანასკნელი ჭორები ლივერპულს უკავშირდება, სადაც, როგორც წერენ, იურგენ კლოპი ვან დეიკისთვის ახალ მეწყვილეს ეძებს.

აქტიურად იწერებოდა კულიბალის სიტიში გადასვლის შესახებაც, მაგრამ ქალაქელები ნათან აკეს ტრანსფერთან უფრო ახლოს არიან.

ნეაპოლიტანელები მცველს 100 მილიონად აფასებენ, მაგრამ ნაპოლი მომდევნო სეზონში ევროთასებზეც კი ვერ ითამაშებს, რამაც, შესაძლოა, გუნდის ამბიციები დაახშოს.

სანჩოს წასვლის დროც დადგა

ჯეიდონ სანჩო თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეა.

ახალგაზრდა ინგლისელის სახელს თითქმის ყველა დიდ გუნდს უკავშირებენ, თუმცა ლოგიკურია, რომ ჭორებში ყველაზე აქტიურად პრემიერ ლიგის გუნდები ფიგურირებენ.

ამ ზაფხულში ყველაზე ხშირად სანჩოს მანჩესტერ იუნაიტედთან აკავშირებენ.

თუმცა, აქტიურად იწერება ჩელსიზეც, სადაც, შესაძლოა, ინგლისელი ვუნდერკინდი ედენ აზარის შემცვლელად მოიაზრებოდეს, რომლის ადგილიც ლონდონში ჯერ კიდევ შესავსებია.

რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ორივე ამ გუნდმა მოახერხა.