Search

ტოპ 6 ფეხბურთელი, რომლებშიც ყველაზე მეტი ფულია გადახდილი

ფონტის ზომა
TT

6. ალვარო მორატა - £156.8

ალვარო მორატას ევროპის ყველაზე დიდ გუნდებს შორის უკვე ოთხი ტრანსფერი აქვს გაკეთებული.

ესპანელი ფორვარდი მადრიდის რეალმა აღზარდა და 2014 წელს იუვენტუსში £15.8 მილიონად გაუშვა, ორი წლის შემდეგ კი უკან გამოისყიდა.

ამის შემდეგ ალვაროში ჩელსიმ ძალიან დიდი თანხა გადაიხადა, მაგრამ ტრანსფერი წარუმატებელი გამოდგა და 2019 წელს მორატა ატლეტიკოს ფეხბურთელი გახდა.

27 წლის თავდამსხმელი ახლა იჯარით ისევ იუვენტუსში თამაშობს და ტურინელებს მისი გამოსყიდვა მომდევნო სეზონისთვის შეეძლებათ.

5. ედენ აზარი – £162m

ედენ აზარმა ყურადღება პირველად ლილში მიიქცია, როცა მიის ტრანსფერისთვის არაერთი ინგლისური გუნდი იბრძოდა და გამარჯვებული საბოლოოდ ჩელსი გამოვიდა.

ბელგიელმა სტემფორდ ბრიჯზე არაერთი წარმატებული სეზონი გაატარა, 2019 წელს კი  £130 მილიონის სანაცვლოდ მადრიდის რეალს შეუერთდა.

აზარის პირველი მადრიდული სეზონი საკმაოდ წარუმატებელი იყო და ვინგერმა მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.

4. კილიან მბაპე – £165.7m

მბაპეს კარიერაში მხოლოდ ერთი ტრანსფერი აქვს გაკეთებული, მაგრამ ამ სიაში მაინც ხვდება.

იგი მონაკოს აკადემიამ აღზარდა და 2016-17 წლის ბოლოს პსჟ-ში გადაბარგდა.

მისი ტრანსფერი პარიზელებს  £165.7 მილიონი დაუჯდათ, ხოლო ფრანგმა მოთამაშემ 125 მატჩში გატანილი 91 გოლით ეს სატრანსფერო ფასი ნამდვილად გაამართლა.

3. კრიშტიანუ რონალდუ – £191.4m

რონალდუს პირველი ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედს მხოლოდ და მხოლოდ £12.2 მილიონი დაუჯდა, ამის შემდეგ კი კრიშტიანუ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

2009 წელს პორტუგალიელი მადრიდის რეალმა £80 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა და სატრანსფერო რეკორდიც დაამხო, მაგრამ 438 მატჩში გატანილ 450 გოლად და ოთხ ჩემპიონთა ლიგის ტიტულად ეს თანხა ნამდვილად ღირდა.

35 წლის რონალდუმ კი ახალი გამოწვევების ძიებაში იუვენტუსს მიაკითხა, რომელსაც კრიშტიანუს შეძენა £99.2 მილიონი დაუჯდა.

2. რომელუ ლუკაკუ – £196m

რომელუ ლუკაკუ მანჩესტერისა და ჩელსის ფანებს მაინცდამაინც დიდი სიყვარულით არ ახსოვთ, მაგრამ ბელგიელს გოლების შესანიშნავი სტატისტიკა აქვს.

თავდამსხმელი 2011 წელს ანდერლეხტიდან ჩელსიში £18 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა, 2014 წელს კი ევერტონში £28 მილიონად გაიყიდა.

აი მანჩესტერ იუნაიტედმა ლუკაკუში £76 მილიონი გადაიხადა, ორი წლის შემდეგ კი იგი ინტერს £74 მილიონად მიჰყიდა.

1. ნეიმარი – £246.6m

რა თქმა უნდა, ამ სიის გამარჯვებული თავიდანვე ცხადი და ცალსახა იყო.

სანტოსში ნაჩვენები საოცარი ფეხბურთის შემდეგ, ნეიმარზე ევროპულ გუნდებს ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული. საბოლოოდ კი იგი £48.6 მილიონად ბარსელონამ იყიდა.

2017 წელს კი პარიზულმა კლუბმა მასში £198 მილიონი გადაიხადა და მსოფლიო რეკორდი მოხსნა, ამ ტრანსფერმა ევროპულ ფეხბურთზე ძალიან დიდი გავლენა იქონია.