Search

თათია გაბუნიას 21 სეივი როზენგარდის წინააღმდეგ

ფონტის ზომა
TT

ქსკ ლანჩხუთი პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მოახერხა თამაში და ქართველი გმირი გოგონები ბევრად უფრო გამოცდილ და დიდი რესურსების მქონე შვედურ გუნდთან დამარცხდნენ, თუმცა მატჩში ერთი ნათელი წერტილი მაინც იყო.

თათია გაბუნიამ მისი კარის მიმართულებით წასული 28 დარტყმიდან 21-ს მოგერიება მოახერხა და ქართველ გულშემატკივარზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.

20 წლის გოლკიპერს რამდენიმე ძალიან რთული და სანახაობრივი სეივიც ჰქონდა.