Search

ტარემის ულამაზესი მაკრატელა საკმარისი არ აღმოჩნდა

ფონტის ზომა
TT

ჩელსი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2014 წლის შემდეგ პირველად გავიდა და ეს ძალიან დამაჯერებლად მოახერხა.

თუმცა, განმეორებითი შეხვედრის მთავარი მომენტი პორტომ შემოგვთავაზა, როცა მატჩის 94 წუთზე პორტუგალიური გუნდის ცვლილებაზე შემოსულმა ფორვარდმა ულამაზესი მაკრატელა დარტყმით ბურთი პირდაპირ ცხრიანში შეაგდო.

ტარემის გოლი ჩელსის კარში

ეს გოლი პორტოსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან პირველ მატჩში ლონდონელებს 2 გოლი ჰქონდათ გატანილი. პორტუგალიელებს ძალიან მწარედ გაახსენდებათ პირველ მატჩში ხესუს კორონას დაშვებული უხეში შეცდომა, რომელსაც ბენ ჩილველის გოლი მოჰყვა და, რომელიც ორმატჩიან დუელში ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა.

ჩელსიმ ტუხელის მოსვლის შემდეგ ნაჩვენები შესანიშნავი თამაშით საფეხბურთო სამყარო მოხიბლა და მათი სეზონის მთავარი გამოცდა სწორედ ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება იქნება.

Whoscored-ის ვერსიით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, ისევე, როგორც პირველ მატჩში, ჟორჟინიო დასახელდა.

ფეხბურთელთა შეფასებები:

1.ჟორჟინიო - 7.7

2.მბემბა - 7.4

3.მანაფა - 7.2

4.რუდიგერი - 7.1

5.ურიბე - 7.1