Search

სუარესი v ლევანდოვსკი - სეზონების მიხედვით

ფონტის ზომა
TT

ლუის სუარესი და რობერტ ლევანდოვსკი ამ ეპოქის ორ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლებიან, დღეს გვინდა შემოგთავაზოთ მათი შედარება ყველა სეზონში

ადრეული წლები - სუარესი

ლუის სუარესი ლივერპულში 2010-11 სეზონში გადავიდა, ლევანდოვსკი კი იგივე წელს გახდა დორტმუნდის ფეხბურთელი.

იქამდე ლევანდოვსკი პოლონეთის ჩემპიონატში თამაშობდა, ლუის სუარესი კი აიაქსის ღირსებას იცავდა და პოლონელზე უფრო შედეგიანიც იყო.

სუამ მხოლოდ 2009-10 სეზონში 48 მატჩში 49 გოლი და 23 ასისტი მიითვალა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2010 წლამდე ის ლევანდოვსკიზე უკეთესი იყო

2010/11 - სუარესი

ამ სეზონში ურუგვაელმა 37 მატჩში 16 გოლი და 14 ასისტი მიითვალა, ლევანდოვსკიმ კი 43 შეხვედრაში 9 გოლით და 4 ასისტით დაგვამახსოვრა თავი.

სუარესმა ჩემპიონთა ლიგაზე ორი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა მილანის წინააღმდეგ, საიდანაც ერთი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ორ საგოლე გადაცემასთან ერთად საგოლე შეტევაში ნესტასთვის ბურთის ფეხებს შორის ეფექტურად გატარებით გულშემატკივრებს თავიც დაამახსოვრა.

დორტმუნდმა ამ წელს ბუნდესლიგა მოიგო, მაგრამ ლევანდოვსკი ამ სეზონში გუნდში სათადარიგო ფეხბურთელად ითვლებოდა და 43 მატჩიდან ძირითადში მხოლოდ 17 ითამაშა, ამიტომ ეს სეზონი შეგვიძლია ლუისს ჩავუთვალოთ დიდ პლიუსად

2011/12 - ლევანდოვსკი

2011/12 სეზონში დორტმუნდმა ბუნდესლიგა კიდევ ერთხელ მოიგო, ლევანდოვსკი კი ამჯერად 30 გოლითა და 12 ასისტით გუნდის ლიდერად და საუკეთესო ბომბარდირად ჩამოყალიბდა.

გუნდმა გერმანიის თასიც მოიგო, რომლის ბომბარდირიც სწორედ ლევანდოვსკი გახდა და ფინალში ბაიერნის წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა.

სუარესმა ამ სეზონში 17 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა და ლიგის თასი მოიგო.

2012/13 - ლევანდოვსკი

2012/13 სეზონში რობერტ ლევანდოვსკიმ თავი მთელს საფეხბურთო სამყაროს გააცნო, როცა ჯერ ფინანსური დოპინგით გაჟღენთილი მანჩესტერ სიტი ჩატოვა ჯგუფში, შემდეგ კი რეალის წინააღმდეგ პოკერი შეასრულა და დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

ამ სეზონში ძალიან კარგად თამაშობდა სუარესიც, რომელმაც 30 გოლი და 7 ასისტი დააგროვა, მაგრამ ლევანდოვსკის 36 გოლთან და 13 ასისტთან დაიჩაგრა.

სეზონი ორივე ფეხბურთელმა უტიტულოდ დაასრულა, მაგრამ თუ სუარესი ევროპის ლიგაზე ზენიტთან დამარცხდა, ლევანდოვსკის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ იუპ ჰაინკესის შეუჩერებელმა მიუნხენის ბაიერნმა შეძლო, ისიც ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის ფინალში

2013/14 - სუარესი

2013/14 სეზონი სუარესის კარიერაში ინდივიდუალურად ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ურუგვაელმა 37 მატჩში 44 გოლში მიიღო მონაწილეობა და პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში ლივერპულს თითქმის მარტო მიათრევდა.

ისეთი ლამაზი და ეფექტური ფეხბურთი როგორიც სუამ ამ სეზონში ითამაშა, შესაძლოა ამ ეპოქაში სხვა არცერთ ცენტრალურ თავდამსხმელს არ უთამაშია.

ლევანდოვსკიმ ამ სეზონში გოლების რაოდენობის მხრივ თითქმის იგივე შედეგი აჩვენა და 28 გოლი და 13 ასისტი მიითვალა, თუმცა ამისთვის 11 მატჩით მეტი (48) დასჭირდა

ამ სეზონში სუარესმა ოქროს ბუცი მოიგო და მესის და ამ ტურნირზე რონალდუს მრავალწლიანი დომინირება შეაჩერა.

2014/15 - სუარესი

2014/15 სეზონში ლუის სუარესი ბარსელონაში გადავიდა და პირველივე სეზონში ტრიპლეტის მოგება შეძლო, სადაც მან ფენომენალური თამაში აჩვენა ჩემპიონთა ლიგის ყველა ეტაპზე, ლა ლიგის გადამწყვეტ მატჩებში და ესპანეთის თასზე.

ამ წელს სუა და ლევანდოვსკი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ და ეს დუელი ურუგვაელის გამარჯვებით დამთავრდა, როცა ბარსელონამ ბაიერნი ორი მატჩის ჯამში 5:3 დაამარცხა.

ლევანდოვსკიმ ბარსას გოლი გაუტანა, სუარესმა კი ორი საგოლე გადაცემა გააკეთა ნეიმარზე, რითიც დაპირისპირებას წერტილი დაუსვა.

2015/16 - სუარესი

2015/16 სეზონში ლუის სუარესმა თავისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა და 59 გოლი და 22 საგოლე გადაცემა შემოგვთავაზა.

ურუგვაელმა ფორვარდმა ამასთან ერთად თავისი კარიერის მეორე ოქროს ბუციც მოიგო, ოღონდ წინა შემთხვევისგან განსხვავებით (2014 წელს ოქროს ბუცი რონალდუმ და სუარესმა გაინაწილეს)

ჩემპიონთა ლიგაზე ორივე თავდამსხმელი ატლეტიკოსთან დამარცხდა, თუმცა ურუგვაელმა კოლხონეროს წინააღმდეგ დუბლის შესრულება მოახერხა და პოლონელ მეტოქეს ამ შედეგშიც აჯობა.

2016/17 - ლევანდოვსკი

2016/17 სეზონში ლუის სუარესმა ლა ლიგა რეალთან წააგო, ლევანდოვსკიმ კი ბუნდესლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზეც და შიდა ჩემპიონატებშიც ურუგვაელზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა.

ჩემპიონთა ლიგაზე ლევანდოვსკიმ 9 მატჩში 9 გოლში მიიღო მონაწილეობა, მადრიდის რეალთან უმნიშვნელოვანესი მატჩი კი ტრავმის გამო გამოტოვა და განმეორებით შეხვედრაშიც მხრის დისკომფორტით ითამაშა.

ლევანდოვსკიმ ამ სეზონში ლიგაზე გოლი ყველა გუნდს გაუტანა, ვისაც შეხვდა - პსვ (3), არსენალი (2), როსტოვი (1), ატლეტიკო (1), რეალი (1)

2017/18 - ლევანდოვსკი

ამ სეზონში ლევანდოვსკი გოლში ყოველ 82 წუთში ერთხელ იღებდა მონაწილეობას, სუარესი კი 87 წუთში ერთხელ.

ჩემპიონთა ლიგაზე ლევანდოვსკიმ 5 გოლი და 2 ასისტი მიითვალა, სუარესმა კი მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, თუმცა 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სუარესისთვის ეს სეზონი ძალიან მძიმე იყო, რადგან რომასთან განცდილმა ქამბექმა გუნდის მორალი ძალიან მძიმედ დააგდო და ბარსელონას საჩემპიონთალიგო ჯოჯოხეთი დაიწყო, რომლიდანაც გუნდი ჯერ კიდევ არ გამოსულა

2018/19 - ლევანდოვსკი

18/19 სეზონში ლევანდოვკსიმ 47 მატჩში 53 გოლში მიიღო მონაწილეობა, სუარესმა კი 49 შეხვედრაში 37 გოლი და საგოლე გადაცემა დააგროვა.

ლუის სუარესის სეზონის საუკეთესო მატჩი ელ კლასიკო იყო, სადაც ურუგვაელმა მადრიდის რეალის წინააღმდეგ ჰეთთრიკი შეასრულა და ბოლო წლების ელ კლასიკოებში ყველაზე დიდი ანგარიში, 5:1 დააფიქსირა.

ჩემპიონთა ლიგაზე ორივე გუნდი ლივერპულთან გამოვარდა, თუმცა ლუის სუარესმა ენფილდზე ნამდვილი ფიასკო განიცადა, როცა გუნდი 3:0-ს მოგების შემდეგ მორიგი ქამბექის მსხვერპლი გახდა.

2019/20 - ლევანდოვსკი

2019/20 ლევანდოვსკის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია, პოლონელმა თავდამსხმელმა აბსოლუტურად ყველა შესაძლო ჯილდო მოიგო და უამრავი გოლი გაიტანა.

ლევანდოვსკის ამ სეზონში 65 გოლში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, სუარესს კი მხოლოდ 32 გოლში.

ორი თავდამსხმელი ერთმანეთს ამ სეზონში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა, მატჩი კი ლევანდოვსკის გამარჯვებით, 8:2 დასრულდა

ლევანდოვსკი წლის ბოლოს ფიფას მიერ წლის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა დასახელებული

2020/21 - ლევანდოვსკი

20/21 სეზონში რობერტ ლევანდოვსკიმ ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა, როცა ბუნდესლიგის 1 სეზონში 41 გოლი გაიტანა და რამდენიმე დეკადის განმავლობაში არსებული რეკორდი დაამხო.

ამ წელს ლევანდოვსკიმ კარიერაში პირველი ოქროს ბუცი მოიგო, თუმცა ლევანდოვსკის ჯერ კიდევ ერთით ჩამორჩება.

თავდამსხმელები ერთმანეთს ამ სეზონში კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ეს მატჩი ამჯერად კვლავ ლევანდოვსკის გამარჯვებით, 4:0 დასრულდა