Search

სტეფის არანორმალური სეზონი

ფონტის ზომა
TT

სტეფმა დენვერის წინააღამდეგ მორიგი შედევრი შემოგვთავაზა და ჯოკერი და კომპანია დაამარცხა. 36 წუთი, 53 ქულა (14/24), 6 მოხსნა, 4 გადაცემა და 10 სამქულიანი!

სტეფისთვის ეს კარიერაში მე-9 50+ ქულიანი თამაში აღმოჩნდა. ასევე, ამ თამაშის შემდეგ, სტეფმა ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გადაუსწრო და გოლდენ სტეიტის ისტორიაში საუკეთესო მექულეების სიაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა
სტეფ კარი საუკეთესო მექულე

წლევანდელ სეზონში გოლდენ სტეიტს უამრავი საკადრო პრობლემა აქვს, გუნდს კლეი ტომპსონთან ერთად მუდამ რამდენიმე კალათბუთელი აკლია, მნიშვნელოვნად ბევრი გამოტოვა სტეფმაც, ახლა კი მეომრებმა ჯეიმს ვაისმენიც დაკარგეს. ახალგაზრდა ცენტრმა მენისკი გაიწყვიტა და დიდი ალბათობით სეზონს მთლიანად გამოტოვებს.
ბევრის აზრით, შემადგენლობიდან გამომდინარე ამ გუნდს პლეიოფში გასვლის შანსიც არ ჰქონდა, თუმცა სტეფმა დაამტკიცა რომ ის ნამდვილი ლიდერია და შეუძლია გუნდის "მხრებზე მოკიდება". ამ ეტაპზე ვორიორსი მე10 ადგილით საპლეიოფო ზონაში იმყოფება, თუმცა პელიკანსი მათ მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება. 

გთავაზობთ სტეფის მიმდინარე სეზონის გამორჩეულ მომენტებს:

საოცარი რიცხვები
მიმდინარე სეზონში სტეფი ფაქტობრივად თავისი MVP სეზონის რიცხვებს აფიქსირებს
2020/2021 სეზონი: 30,4 ქულა, 5,5 მოხსნა, 5,9 გადაცემა, 48,5% FG, 41% 3PT, 92% FT
MVP სეზონი: 30,1 ქულა, 5,4 მოხსნა, 6,7 გადაცემა, 50% FG, 45% 3PT, 90,8% FT 
რომ არა მე-10 ადგილი, სტეფი MVP-ს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნებოდა, თუმცა, როგორც ვიცით, ამ ჯილდოს უმეტესად მაღალ საფეხურზე მყოფი გუნდის კალათბურთელები იგებენ.

ყველაზე მეტქულიანი შეხვედრა სეზონში
მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში ყველაზე მეტი ქულის (62) ჩაგდება სწორედ სტეფ კარიმ მოახერხა
ასევე, მიმდინარე სეზონში მას ყველაზე მეტი 50+ქულიანი შეხვედრა დაუგროვდა - 3 

ყველაზე მეტი სამქულიანი მიმდინარე სეზონში
ეს სტატისტიკა ალბათ არავის უკვირს, სტეფი წელსაც ლიდერობს ლიგას ჯამურად ჩაგდებულ სამქულიანებში. ოქროს ბიჭუნას მთავარი მიღწევა კი ის არის, რომ მან 2020/2021 წლის სეზონში რეჯი მილერს გადაუსწრო და ყველა დროის საუკეთესო სამქულიანების მსროლელების სიაში მე2 ადგილზე გადაინაცვლა. წინ მხოლოდ რეი ალენია 2973 სამქულიანით. სტეფს პირველი ადგილისთვის 254 სამქულიანის ჩაგდებაღა აკლია, შესაბამისად ეს რეკორდი სავარაუდოდ მომდევნო სეზონშივე მოიხსნება. 

ყველაზე მეტი თამაში 10 ან მეტი სამქულიანით
დენვერთან თამაში სტეფისთვის მე-18 იყო, სადაც მან 10 ან მეტი სამქულიანი ჩააგდო. ეს რიცხვი კიდევ უფრო შთამბეჭდავია, როცა გადავხედავთ ასეთი თამაშების სტატისტიკას, სადაც სტეფი უახლოეს მდევრებს წარმოუდგენლად დიდი სხვაობით უსწრებს.
სამქულიანების რეკორდი სტეფ კარი კლეი ტომპსონი დემიენ ლილარდი


სტეფ კარიმ მიმდინარე სეზონში დაამტკიცა, რომ მას გუნდის მარტო, საკუთარ მხრებზე მოკიდება და სუპერვარსკვლავების გარეშე მოგებაც შეუძლია. წლევანდელი სეზონი კი გოლდენ სტეიტისთვის შესამზადებელი პერიოდი აღმოჩნდა, გუნდმა ტრანსფერებზე არ იაქტიურა, რადგან, როგორც ჩანს, ისინი მომავალ სეზონს ელოდებიან. კლეი ტომპსონის დაბრუნების შემდეგ ვორიორსი ისევ ანგარიშგასაწევი ძალა გახდება.
დიდი ალბათობით, გუნდი გაძლიერდება და ერთ ვარსკვლავს დაიმატებს. ამერიკული პრესის ინფორმაციით, გუნდი კავაი ლეონოარდის გადმობირებას შეეცდება.
კავაი ლეონარდი სტეფ კარი გოლდენ სტეიტი