Search

სპინ პოკერში მორიგი ჯეკპოტი გათამაშდა

ავტორი: გიორგი ლემონჯავა
ლინკი დაკოპირდა arrow down share iconლინკის კოპირება
ფონტის ზომა
TT
სპინ პოკერი, როგორც მოგეხსენებათ, სამკაციანი დინამიური ტურნირია პროგრესირებადი ჯეკპოტით. ჯეკპოტის თანხის ათვლა ყოველი გათამაშების შემდეგ 100,000 ლარიდან იწყება და ყოველდღიურად იზრდება. ჩვენი მორიგი გამარჯვებულები, kaxa-t1995, jina-jina და nikanika90, საკმაოდ გამოუცდელი მოთამაშეები არიან, თუმცა მაინც მოახერხეს 190,602 ლარის ოდენობის თანხის მოგება. პირველ ადგილზე გასულ მოთამაშეს 95,301 ერგო წილად, მეორე ადგილოსანს - 57,181, მესამეს კი - 38,120. ამასთან, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ჯეკპოტი ლარიან მაგიდაზე გათამაშდა.  რამდენი ხანია რაც სპინ პოკერს თამაშობთ? kaxa-t1995: 4-5 თვეა. jina-jina: პოკერში დაახლოებით 1-2 წლიანი გამოცდილება მაქვს, თუმცა სპინ პოკერი მხოლოდ რამდენიმეჯერ მითამაშია. nikanika90: ძალიან ცოტა ხანია. ახლახან დავიწყე თამაში. რა უპირატესობა აქვს სპინ პოკერს სხვა სახის პოკერთან შედარებით? jina-jina: ტურნირს ჰგავს, თან უფრო მოკლე ხანში მთავრდება. nikanika90: ჯეკპოტის შემთხვევაში აქ უფრო დიდ ფულზე თამაშობ. რა რეაქცია გქონდათ ჯეკპოტის დანახვისას? kaxa-t1995: ძალიან გამიხარდა. jina-jina: ვერ დავიჯერე… არ მეგონა ჯეკპოტი თუ დამეცა. მოგვიანებით ოპერატორთან გადავამოწმე. რაში აპირებთ მოგებული თანხის დახარჯვას? jina-jina: ზუსტად არ ვიცი. ჯერ 2 კვირით მაინც დასასვენებლად წავალ აუცილებლად და მერე არ ვიცი... nikanika90: პირველ რიგში, ძალიან ბევრ ადამიანს გავახარებ. kaxa-t1995: ძირითადად საქველმოქმედო მიზნებს მოვახმარ. სპინ პოკერის ჯეკპოტის ათვლა ისევ დაიწყო. ითამაშეთ სპინ პოკერი აჭარაბეთზე და შემდეგი ჯეკპოტის მფლობელი შესაძლოა თქვენ გახდეთ.