Search

საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა

ფონტის ზომა
TT

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე მატჩი გამართა. ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე ჩატარებული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

კოსოვოს ნაკრებმა ანგარიში პირველ ტაიმში, მე-18 წუთზე მურიქის მიერ გატანილი გოლით გახსნა და შესვენებაზეც მინიმალური უპირატესობით გავიდა. 

თამაშის სურათი არც მეორე ნახევარში შეცვლილა და საბოლოო ანგარიშიც უცვლელი დარჩა. დადებითი კი მხოლოდ ის იყო, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა, რომელმაც ეროვნულ გუნდში ბოლოს გასული წლის სექტემბერში ითამაშა.