Search

მსაჯების 5 ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება

ავტორი: გიორგი ლემონჯავა
ლინკი დაკოპირდა arrow down share iconლინკის კოპირება
ფონტის ზომა
TT

ლამპარდის არჩათვლილი გოლი გერმანიის კარში, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და გაპროტესტებული მსაჯის გადაწყვეტილებაა.

ლამპარდის გოლი გერმანიასთან

ლამპარდის არჩათვლილი გოლი გერმანიის კარში, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და გაპროტესტებული მსაჯის გადაწყვეტილებაა. გავრცელებულია აზრი, რომ კარის ხაზის ტექნოლოგიის დანერგვა სწორედ ამ მატჩის შემდეგ, ბრიტანული პრესის მიერ დატრიალებული სკანდალის გამო, გადაწყდა. გერმანიის ნაკრები ინგლისს 2:0 უგებდა, მაგრამ ბრიტანელებმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს, შემდეგ კი ფრენკ ლამპარდმა გოლი გაიტანა, რომელსაც ანგარიში უნდა გაეთანაბრებინა, მაგრამ მსაჯმა ვერ დაინახა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ ბურთი ხაზს ძალიან დიდი მანძილით გადაცდა. ლამპარდის გოლი რომ ჩათვლილიყო, მატჩის მეორე ტაიმი ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, გერმანელებმა მატჩი 4:1 მოიგეს

შევჩენკოს არჩათვლილი გოლი

2006 წელს ბარსელონამ ისტორიაში მეორე ჩემპიონთა ლიგა მოიგო და, მიუხედავად იმისა, რომ ამ წლის ბარსელონა ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა და გულშემატკივრებს არაერთი ულამაზესი მატჩი შესთავაზეს, ამ წლის მილანი – ბარსელონას ნახევარფინალს ყველაზე ხშირად შევჩენკოს არჩათვლილი გოლის გამო იხსენებენ ხოლმე. შევჩენკო პუიოლზე დაჯარიმდა, მაგრამ გამეორებაზე აშკარად ჩანს, რომ უკრაინელ თავდამსხმელს თამაშის წესი არ დაურღვევია და პუიოლი თავისით წაიქცა. ეს გოლი რომ ჩათვლილიყო, ანგარიში ორი მატჩის ჯამში 1:1 გახდებოდა და შესაძლოა ამ ნახევარფინალში ყველაფერი შეცვლილიყო, მაგრამ ამას ვერასდროს გავიგებთ.

ანრის ხელით გატანილი გოლი

ტიერი ანრი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, ძალიან იშვიათად ნახავთ ქვეყანას, სადაც გულშემატკივრების უმრავლესობას ტიტი არ უყვარს. მაგრამ ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი ნამდვილად ირლანდიაა. საფრანგეთის ნაკრებმა ირლანდიასთან სახლში ძირითად დროში 0:1 წააგო და ექსტრა ტაიმები დაინიშნა, სადაც 103′ წუთზე ანრიმ ბურთზე აშკარა ხელით ითამაშა და ვილიამ გალასს გოლი გაატანინა, რის შედეგადაც, ფრანგებმა პლეი ოფის დაპირისპირება მოიგეს და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.

რონალდუს გოლი თამაშგარიდან

2017 წლის რეალი – ბაიერნის დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე საკამათო, შეცდომებით, არჩათვლილი გოლებით და წითელი ბარათებით სავსე დაპირირსპირებაა ფეხბურთის ისტორიაში. პირველ მატჩში, მიუნხენში, რეალის კარში შეცდომით დადეს პენალტი, ბაიერნს კი ხავი მარტინესი გაუგდეს, რაც, მიუნხენელთა აზრით, გადამეტებული სასჯელი იყო. ბოლოს კი რეალს ორი გოლი გაუუქმეს, საიდანაც ორივე აშკარა თამაშგარე იყო. განმეორებით შეხვედრაში, თამაშგარიდან კიდევ 3 გოლი გავიდა, მაგრამ ამჯერად მსაჯმა სამივე ჩათვალა. ასევე ძალიან საკამათო იყო კაზემიროს არაერთ ეპიზოდში დანდობა, როცა არბიტრმა არტურო ვიდალი 84' წუთზე გააგდო. რეალის კარში მეორე მატჩშიც დაინიშნა პენალტი, ამჯერად სამართლიანად. ამ მატჩიდან 1 ყველაზე გამორჩეული შეცდომა რონალდუს თამაშგარე იყო იმ გოლზე, რომელმაც ანგარიში 2:2 გახადა, რადგან რონალდუ მთელი მეტრით იყო მეტოქეზე წინ.

მუნტარის არჩათვლილი გოლი

ჩერდანცევის წამოყვირებული "ბუფონიშე!" ფეხბურთის გულშემატკივრების კულტურაში საკმაოდ გავრცელებული ფრაზაა და ჯიჯის ყოველ სეივზე იხსენებენ ხოლმე, მაგრამ ის სეივი, რომელიც ჩერდანცევმა ბუფონს პირველად შეუქო, სულაც არ ყოფილა სეივი, რადგან ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. ეს გოლი რომ მსაჯს ჩაეთვალა, მილანი ანგარიშს 2:0 გახდიდა და მოგების შემთხვევაში ტურინელებს სატურნირო ცხრილში უკან ჩამოიტოვებდა, რის შედეგადაც საჩემპიონო ბრძოლა საერთოდ სხვანაირად შეიძლება წარმართულიყო. მაგრამ გოლი არ ჩაითვალა და იუვენტუსმა ანგარიში 83′ წუთზე გაათანაბრა, რითიც მილანს ცხრილში ქულებითაც გაუთანაბრდა და, საბოლოოდ, სერია ა მოიგო.

ტოპ 10 ფილმი გემბლინგზე სანამ პოკერის ტურნირის ან ფეხბურთის მატჩის დაწყებას ელოდებით,  შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენს ფავორიტ 10 ფილმს გემბლინგზე და კომენტარებში თქვენი ვარიანტებიც შემოგვთავაზოთ. სინგლი, ექსპრესი თუ სისტემა? ალბათ ტოტალიზატორის ყველა მოყვარულს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასჩენია კითხვა, თუ რა განსხვავებაა სინგლის, ექსპრესისა და სისტემის ტიპის ბილეთებს შორის? სპორტ ტოტოს გამარჯვებულმა რეკორდული თანხა მოიგო 26 დეკემბერს სპორტ ტოტოში რეკორდული თანხა გათამაშდა. მოთამაშემ ნიკით JEMIKO თხუთმეტიდან თხუთმეტივე შედეგი გამოიცნო და 74,000 ლარი მოიგო.