Search

საკამათო ეპიზოდები რეალი - ბილბაოს მატჩიდან

ფონტის ზომა
TT

ლა ლიგის 37' ტურში მადრიდის რეალმა გასვლაზე ბილბაოს ატლეტიკთან გაიმარჯვა, მაგრამ შეხვედრას საკამათო ეპიზოდების გარეშე არ ჩაუვლია.

რეალის გულშემატკივრები მორსილიოს ეპიზოდში პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, საპირისპირო მხარეს კი ნაჩოს გოლის ეპიზოდში კარიმ ბენზემა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

პირველი ეპიზოდი - თამაშგარე ბენზემაზე

კარიმ ბენზემა კაზემიროს პასის ეპიზოდში აშკარად თამაშგარეში იმყოფებოდა, მაგრამ გოლი მაინც ჩაითვალა.

ეპიზოდი VAR-მა გადაამოწმა, მაგრამ მსაჯების აზრით იმასთან ერთად რომ ბენზემა ბურთს არ შეხებია, ფრანგ ფორვარდს სათამაშო ეპიზოდზე იმხელა გავლენა არც სხვა გზით არ ჰქონია, რომ გოლი გაუქმებულიყო.

მეორე ეპიზოდი - პენალტი მორსილიოზე

აი პირველ ტაიმში მსაჯს უკვე მადრიდული მხარე ედავებოდა. 28' წუთზე ალვარო ოდრიოსოლა ბურთს საჯარიმოში აწვდიდა, მაგრამ იგი ბილბაოელთა ფეხბურთელს იდაყვში მოხვდა.

VAR-მა ეს ეპიზოდიც გადაამოწმა, მაგრამ არბიტრმა პენალტი არ დანიშნა და მიზეზად ის დაასახელა, რომ მორსილოს ბურთი სხეულისკენ მიჰქონდა და ბურთზე ხელით განზრახ არ უთამაშია.

რა ხდება ლა ლიგის ბოლო ტურში?

ატლეტიკოს, რეალის და სელტას გამარჯვებები იმას ნიშნავს, რომ ბარსელონას ჩემპიონობის მათემატიკური შანსიც აღარ აქვს, ხოლო მადრიდის რომელ უბანში დარჩება ლა ლიგის თასი ეს ბოლო ტურში გადაწყდება.

ბარსელონა ბოლო ტურში ბოლოადგილოსან ეიბარს შეხვდება და ეცდება ჩავარდნილი სეზონი შედარებით დადებით ნოტაზე დაასრულოს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, კატალონიელები შესაძლოა მეოთხე ადგილზე დაქვეითდნენ - სამეულს გარეთ ბარსელონა 2003 წლის შემდეგ არ დარჩენილა.

ბოლო ტურში მადრიდის რეალი ვილიარეალს უმასპინძლებს - ყვითელმა წყალქვეშა ნავმა ამ ტურში ევროსაგზური გაინაღდა, მაგრამ ჯერ არ გადაწყვეტილა ევროპის ლიგაზე ითამაშებს ვილიარეალი თუ კონფერენციის ლიგაზე, ამიტომ ბოლო ტურში რეალი საკმაოდ მოტივირებულ გუნდს შეხვდება.

ატლეტიკო სეზონს ვალიადოლიდის წინააღმდეგ დაამთავრებს. ფენომენოს გუნდი საშინელ ფორმაშია და ბოლო ზედიზედ 3 შეხვედრა უშანსოდ წააგეს, რის გამოც ლა ლიგიდან თითქმის გავარდნილები არიან. დარჩენის შანსის შესანარჩუნებლად ბოლო ტურში ვალიადოლიდს ატლეტიკოს წინააღმდეგ აუცილებლად მოგება ჭირდება, თუმცა თუ უესკამ და ეიბარმა ქულები არ დაკარგეს შესაძლოა ვალიადოლიდისთვის ატლეტიკოსთან მოგებაც არ აღმოჩნდეს საჭირო.

თუ ატლეტიკომ მოიგო, სიმეონეს გუნდი ჩემპიონია. თუ ატლეტიკომ ფრე ითამაშა ან წააგო და რეალმა მოიგო, ჩემპიონი ბლანკოსი გახდება.

რეალი, ბილბაო, მსაჯის შეცდომები