Search

სადავო ეპიზოდები რეალი-ჩელსის მატჩიდან

ფონტის ზომა
TT

მადრიდის რეალი და ჩელსი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე პირველად დაუპირისპირდნენ, მატჩს კი საკამათო ეპიზოდების გარეშე ნამდვილად არ ჩაუვლია.

ყველაზე მეტად ყურადღება მატჩის შემდგომ ორ ეპიზოდზე იქნა გამახვილებული, ერთი ბენზემას გოლის ეპიზოდში, მეორე კი კარვახალისა და ბენ ჩილველის შეტაკებისას.

ბენზემას გოლის ეპიზოდი

პულისიჩის გოლიდან 15 წუთში, ბენზემამ შესანიშნავი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ იქამდე კაზემირომ ორთაბრძოლა საეჭვო ვითარებაში მოიგო.

ესპანური მარკას ექსპერტ ანდუხარ ოლივერის აზრით, კაზემირო თამაშის წესებს არღვევდა.

"კაზემირო ასპილიკუეტაზე დაჯარიმდა სანამ ბურთ მილიტაოს და ბენზემას მიუვიდოდათ" - განუცხადა ანდუხარმა მარკას.

კარვახალის პენალტის ეპიზოდი

მეორე სადავო ეპიზოდი დანი კარვახალსა და ბენ ჩილველს შორის იყო.

ამ მომენტს მატჩის დროს დიდი ყურადღება არ მიქცევია, მაგრამ შეხვედრის შემდეგ გულშემატკივრებს შორის დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ფაქტორი რომელზეც ყურადღებას ყველაზე მეტად ამახვილებენ ის არის, რომ კარვახალი ბურთს არ უყურებდა და ჩილველს ხელი უშუალოდ მეტოქის წასაქცევად კრა.