Search

რონალდუს შესანიშნავი გოლი უნგრეთთან

ფონტის ზომა
TT

კრიშტიანუ რონალდუმ ევროპის ჩემპიონატი დუბლით გახსნა და ჩვეულ სტილში, რამდენიმე უმნიშვნელოვანესი რეკორდი დაამყარა!

უნგრეთთან შესრულებული დუბლით კრიშტიანუს ევროპის ჩემპიონატებზე 11 გოლი დაუგროვდა და ლეგენდარული მიშელ პლატინი (9) უკან ჩამოიტოვა.

რონალდუს მეორე გოლი უნგრეთის წინააღმდეგ

ეს რონალდუს მეხუთე ევროპის ჩემპიონატია, ამდენ ევროზე კი ისტორიაში არცერთ სხვა ფეხბურთელს არ უთამაშია. შესაბამისად კრიშტიანუ ასევე პირველი მოთამაშე გახდა, ვინც ხუთ ევროზე გოლის გატანა შეძლო.

უნგრეთთან მოპოვებული სამბურთიანი გამარჯვება რონალდუსთვის ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე დიდი იყო.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ევროპის ჩემპიონატებზე 22-ე შეხვედრა ჩაატარა, რითიც ასევე რეკორდსმენი გახდა.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ამით ლიონელ მესის "უპასუხა" რომელმაც რამდენიმე საათით ადრე ასევე საოცარი გოლის გატანა შეძლო. 

კრიშტიანო რონალდო, კრიშტიანუ რონალდუ, პორტუგალია, ევრო 2020