Search

რონალდუმ ირლანდიელ მცველს ხელი მოარტყა

ფონტის ზომა
TT

კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგი ფენომენალური მატჩი ჩაატარა და ირლანდიელთა კარში 2 გოლის გატანის შემდეგ სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ იქამდე პორტუგალიელის ნერვებზე თამაში დარა ო'შიმ მოახერხა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მას ხელიც მოუქნია.

რონალდუ პენალტის დასარტყმელად ემზადებოდა, როცა ირლანდიელთა 20-მა ნომერმა მას გასწორებულ ბურთზე ფეხი მიუკრა, რამაც რონალდუს მწვავე რეაქცია გამოიწვია.

კრიშტიანუმ ამის შემდეგ პენალტი გააცუდა კიდეც და კიდევ უფრო გაბრაზდა, რონალდუს გაბრაზება რომ არ შეიძლება ეს ყველამ კარგად იცის და ირლანდიელებსაც მოუწიათ ამ გაკვეთილის კიდევ ერტხელ სწავლა.