Search

რონალდუმ იანგ ბოისსაც გაუტანა, მაგრამ იუნაიტედმა წააგო

ფონტის ზომა
TT

 

კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში 2009 წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა.

ეს შეხვედრა რონალდუსთვის ლიგაზე 177-ე იყო, ამით პორტუგალიელმა იკერ კასილასის რეკორდი გაიმეორა.

პორტუგალიელს გოლის გასატანად 13 წუთი დასჭირდა, როცა მან ბრუნო ფერნანდეშის ტერფის გარე ნაწილით გაკეთებული ეფექტური გადაცემა ზუსტი დარტყმით ჩაკეტა და ანგარიში გახსნა.

თუმცა, პირველივე ტაიმში აარონ ვან ბისაკას მიღებულმა წითელმა ბარათმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და იანგ ბოისმა მატჩში გამარჯვება მოიპოვა.

რონალდუ ოლე გუნარ სოლშაერმა მოედნიდან 1:1-ზე გაიყვანა, ამ გადაწყვეტილებას გულშემატკივრებისგან დიდი პროტესტი მოჰყვა.