Search

როგორია ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი?

ფონტის ზომა
TT

უეფას ჩემპიონთა ლიგას 2024 წლის ზაფხულიდან განახლებული, საკმაოდ კონტროვერსიული ფორმატი ექნება, რომელსაც ბევრი სუპერ ლიგის ჩავარდნილ პროექტს ამსგავსებს.

36 გუნდი 32-ს ნაცვლად

ახალი ფორმატით, ტურნირზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება.

ეს ტურნირის ისტორიაში ყველაზე მრავალგუნდიანი ფორმატი იქნება და ამასთან ერთად, ბევრად მეტი მატჩი გაიმართება, ვიდრე აქამდე.

ხალი ფორმატით ყოველ სეზონში 200-ზე მეტი შეხვედრა შედგება.

ჯგუფური ეტაპი აღარ იარსებებს

1991 წლიდან ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი დაემატა და დღეს ჯგუფები ტურნირის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლადაა ქცეული, მაგრამ ახალი ფორმატი ამას მთლიანად გააუქმებს.

36 გუნდი ჯგუფების მაგივრად ერთ საერთო ცხრილში განაწილდება, მაგრამ ყველა გუნდი ერთმანეთს არ შეხვდება.

თითო გუნდი 10 მატჩს ითამაშებს 10 სხვადასხვა მეტოქესთან. 5-ს სახლში, 5-ს კი გასვლაზე.

პლეი ოფი

36 გუნდიან ცხრილში პირველ 8 ადგილზე გასული გუნდი პირდაპირ საგზურს მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში.

9-24 ადგილებზე გასული 16 გუნდი, ერთმანეთის წინააღმდეგ ორმატჩიან დუელს გამართავს და გამარჯვებული 8 გუნდი დანარჩენებს შეუერთდება მერვედფინალში.

ევროოპის და კონფერენციის ლიგები

მსგავსი ცვლიებები შეეხებათ ევროპის და კონფერენციის ლიგებსაც, ოღონდ აქ გუნდები თავდაპირველად 8 და 6 მატჩს ითამაშებენ.

4 დამატებითი ადგილი

ჩემპიონთა ლიგის გუნდების რაოდენობის ზრდა შემდეგნაირად გადანაწილდება.

1 ადგილი დაემატება მე-5 ლიგას (უეფას კოეფიციენტის მიხედვით) ანუ ამ მომენტისთვის საფრანგეთის ლიგა 1-ს.

1 ადგილი დაემატება გუნდს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ სეზონში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი მოაგროვა, მაგრამ შემდეგ სეზონში ტურნირზე ვერ გავიდა.

2 ადგილი დაემატებათ გუნდებს, რომლებსაც ბოლო 5 სეზონის განმავლობაში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქვთ, მაგრამ ამ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდნენ.

ყველა მატჩი ისევ შუა კვირაში გაიმართება, რათა შიდა ჩემპიონატებს ხელი არ შეუშალოს.