Search

როცა მესიმ და მარადონამ ერთად ითამაშეს

ფონტის ზომა
TT

არგენტინული ფეხბურთის ორი ლეგენდა ყველაზე მეტად ერთმანეთს 2008-2010 წლებში დაუახლოვდა, როცა დიეგო არგენტინის ნაკრების მწვრთნელი იყო.

მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მათ ერთად მინდორზეც აქვთ ნათამაშები. ეს ყველაფერი 2005 წელს მოხდა, როცა მესი 18 წლის იყო, მარადონა კი 45-ის.

მატჩში მონაწილეობა ისეთმა არგენტინელმა ვარსკვლავებმაც მიიღეს როგორებიც ხუან რომან რიკელმე, დიეგო სიმეონე, მარსელო გალიარდო, სერხიო აგუერო და ხუან სებასტიან ვერონი იყვნენ.