Search

რამდენიმე გუნდი სუპერ ლიგიდან გასვლას აპირებს

ფონტის ზომა
TT

როგორც ინგლისური პრესა წერს, ჩელსი, მანჩესტერ სიტი და მადრიდის ატლეტიკო სუპერ ლიგიდან გამოსვლას აპირებენ.

"მხოლოდ ინგლისური გუნდები არ გამოდიან. წყაროები მეუბნებიან რომ ატლეტიკო მადრიდიც გავიდა." - წერს ბენ ჯეიკობსი, ინგლისელი ჟურნალისტი

დღეს ჩელსის ფანებმა სტემფორდ ბრიჯზე დიდი პროტესტი გამართეს, მათთან კი კლუბის ლეგენდა პიტერ ჩეხი მივიდა და შემდეგი სიტყვები უთხრა - "გვესმის და ვიცით. ცოტა დრო მოგვეცით".

აქედან მალევე კი ინგლისურ პრესაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჩელსი და მანჩესტერ სიტი სუპერლიგიდან გამოსვლას აპირებენ.

ბოლო ინფორმაციით, კლუბები ღამით შეხვედრას გამართავენ, სადაც სუპერ ლიგის დაშლაზე ისაუბრებენ.

"მანჩესტერ იუნაიტედს ფეხბურთელები აუჯანყდნენ. აჯანყების ლიდერები შოუ და მაგუაიერი არიან. ისინი ედ ვუდვორდს გაესაუბრნენ და სუპერ ლიგის დატოვებას ითხოვენ. სუპერ ლიგა არ შედგება!"

მანჩესტერ იუნაიტედის მმართველი, ედ ვუდვორდი, თავისი პოსტიდან გადადგა. მიზეზი სუპერ ლიგისადმი ფანების წინააღმდეგობაა.

11:16

იუვენტუსი ანიელის გადადგომას უარყოფს

11:17

იუნაიტედის მფლობელი გლეიზერების ოჯახი სუპერ ლიგის ჩაშლის გამო კლუბის გაყიდვაზე ფიქრობს.

11:44

ატლეტიკო სუპერ ლიგიდან გასვლის სურვილს უარყოფს. 

11:57

"თუ ჩელსის და სიტის გადაწყვეტილება ოფიციალურად დადასტურდება, ამას მივესალმები და იმედი მაქვს სხვა კლუბებიც მათ მიბაძავენ." - ბორის ჯონსონი

01:59

არსენალი სუპერ ლიგას ოფიციალურად ტოვებს

02:00

სუპერ ლიგა ინგლისის პრემიერ ლიგის ყველა გუნდმა დატოვა!

13:20

ანდრეა ანიელი აცხადებს, რომ სუპერ ლიგის პროექტი ვეღარ გაგრძელდება

16:01

სუპერ ლიგაზე მხოლოდ რეალი და ბარსელონა დარჩნენ!