Search

რა მოხდება თუ რონალდუ იუვენტუსიდან წავა?

ფონტის ზომა
TT

როცა საქმე ფინანსებს ეხება, იუვენტუსი საკმაოდ კონსერვატიული კლუბია და აქცენტს ყოველთვის მაქსიმალურ ეკონომიაზე აკეთებენ ხოლმე.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური გიგანტი ეცდება მომავალ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რონალდუ ტრანსფერზე დააყენოს.

რატომ ფიქრობს იუვე რონალდუს გაშვებაზე?

როგორც იწერება, იუვენტუსი ფიქრობს, რომ რონალდუს გუნდში დატოვება ძალიან რისკიანია, რადგან პორტუგალიელი თებერვალში 36 წლის ხდება და შესაძლოა საკუთარი ძვირადღირებული სახელფასო მოთხოვნები ვეღარ გაამართლოს.

ბიანკონერის იმედი აქვს, რომ პორტუგალიელში დაბანდებული €100 მილიონიანი ინვესტიციის დიდ ნაწილს უკან დაიბრუნებენ თუკი მოთამაშეს კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გაყიდიან.

პორტუგალიელს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება.

ვის შეუძლია პორტუგალიელის ყიდვა?

თუ რონალდუ იუვედან წავიდა, კოვიდ-19-სშემდგომ საფეხბურთო ეკონომიკაში მისი ხელფასის გადახდის სახსრები არც თუ ისე ბევრ გუნდს ექნება.

ერთი აშკარა ვარიანტი მანჩესტერ სიტია, რომელმაც უეფას ახლახანს დიდი სამართლებრივი დავა მოუგო და ფინანსურ პრობლემებს არ უჩივის.

თუმცა, ინგლისური გრანდი დიდი ალბათობით ზაფხულში მთელს თავის რესურსს ლიონელ მესის შესაძლო ტრანსფერის გაჩარხებაში დახარჯავს და ნაკლებსავარაუდოა რომ რონალდუსთვის მოიცალონ.

უფრო რეალური ვარიანტი პარიზ სენტ-ჟერმენია, თუმცა ფრანგული კლუბი უკვე რამდენიმე სეზონია ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ფინანსური ფეირ პლეის ანგარიში გაისწოროს და რონალდუს ყიდვის შემთხვევაში, პსჟ-ს რომელიმე სხვა ვარსკვლავის გაყიდვა დასჭირდება.

რა მოხდება თუ კრისი პარიზში წავიდა?

კრიშტიანუს მსგავსად, 2022 წლის ზაფხულში კონტრაქტი ეწურება 21 წლის კილიან მბაპესაც, რომელიც უკვე დიდი ხანია კონტრაქტის გახანგრძლივებას თავს არიდებს და როგორც იწერება, რეალში გადასასვლელად ემზადება.

მოცემულ რეალობაში, პსჟ-ს უკანასკნელი შანსი რომ მბაპე სარფიანად გაყიდონ სწორედ 2021 წლის ზაფხული იქნება, რადგან ამ დროს მბაპეს კონტრაქტში 1 წელიწადზე ნაკლები ექნება დარჩენილი.

რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში მბაპეს გაშვება და 36 წლის რონალდუს მოყვანა ჭკვიანური გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ პარიზელების მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო და რონალდუ - ნეიმარის წინახაზში ყოლა ამის საკმაოდ დიდ შესაძლებლობას იძლევა.

უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თუ მბაპეს წასვლა მართლა გადაწყვეტილი აქვს, მისი ძალით დატოვება გუნდს მხოლოდ 1 სეზონით შეუძლია და თან მხოლოდ დიდი ფინანსური ზარალის ხარჯზე.

პარიზში გადაბარგების შემთხვევაში, რონალდუს შესაძლებლობა ექნება ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდეს, ვინც MVP-ს ჯილდოს ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან 4-ში მოიგებს.

ჩემპიონთა ლიგაზე ყველა ბილეთი იგებს! დაატრიალე პრიზების ბორბალი და მიიღე საჩუქარი ყოველ ჯერზე!