Search

ქვიზი: გაიხსენე ქართველების ყველა გოლი ინგლისში

ფონტის ზომა
TT

შეგიძლია გაიხსენო ქართველი ფეხბურთელების გატანილი ყველა გოლი ინგლისის პრემიერ ლიგაში?

ქართველ ფეხბურთელებს ინგლისის პრემიერ ლიგაში სულ 17 გოლი აქვთ გატანილი.

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ჩემპიონატში სულ 5 ქართველი გამოდიოდა - რატი ალექსიძე, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ზურაბ ხიზანიშვილი და თემურ ქეცბაია.

იყვნენ ქართველებიც, რომლებმაც ინგლისში ითამაშეს, მაგრამ მხოლოდ მეორე დივიზიონში - ასეთები არიან, მაგალითად: კახაბერ ცხადაძე და მურთაზ შელია.

ერთადერთი ქართველი ვინც პრემიერ ლიგაში ითამაშა მაგრამ გოლი ვერ გაიტანა, რატი ალექსიძეა. თუმცა, რატის ინგლისში მინდორზე სულ 18 წუთი აქვს გატარებული.