Search

ქართველების ყველა გოლი პრემიერ ლიგაში

ფონტის ზომა
TT

ქართველ ფეხბურთელებს ინგლისის პრემიერ ლიგაში სულ 17 გოლი აქვთ გატანილი.

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ჩემპიონატში სულ 5 ქართველი გამოდიოდა - რატი ალექსიძე, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ზურაბ ხიზანიშვილი და თემურ ქეცბაია.

იყვნენ ქართველებიც, რომლებმაც ინგლისში ითამაშეს, მაგრამ მხოლოდ მეორე დივიზიონში - ასეთები არიან, მაგალითად: კახაბერ ცხადაძე და მურთაზ შელია.

ერთადერთი ქართველი ვინც პრემიერ ლიგაში ითამაშა მაგრამ გოლი ვერ გაიტანა, რატი ალექსიძეა. თუმცა, რატის ინგლისში მინდორზე სულ 18 წუთი აქვს გატარებული.

1.მიხეილ ყაველაშვილი v მანჩესტერ იუნაიტედი

მიხეილ ყაველაშვილის დებიუტი მან სიტიში მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ შედგა, სადაც 39 წუთის შემდეგ ქართველმა თავდამსხმელმა თავის გამოჩენა მოახერხა.

საოცნებო დებიუტის მიუხედავად, ყაველაშვილს ინგლისში მეტი გოლი არ გაუტანია.

2.ზურაბ ხიზანიშვილი v მანჩესტერ სიტი

ზურაბ ხიზანიშვილს ქართველებს შორის პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი - 5 სეზონი აქვს გატარებული.

ხიზანას ერთადერთი გოლი პრემიერ ლიგაში მან სიტის წინააღმდეგ გავიდა. ბლექბერნმა ეს მატჩი 2:0 მოიგო.

3.გიორგი ქინქლაძე v ასტონ ვილა

გიორგი ქინქლაძის პირველი გოლი პრემიერ ლიგაში ასტონ ვილას წინააღმდეგ, მატჩის 84' წუთზე გავიდა და სიტის მინიმალური ანგარიშით გამარჯვება მოუტანა.

4.გიორგი ქინქლაძე v მიდლსბრო

გიორგი ქინქლაძის გოლი მიდლსბროს კარში ერთ-ერთი საუკეთესო ქართული გოლია პრემიერ ლიგაში.

5.გიორგი ქინქლაძე v საუთჰემპტონი

გიორგი ქინქლაძის გოლი საუთჰემპტონის კარში პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა და სეზონის საუკეთესო გოლის დაჯილდოვებაში მეორე ადგილი აიღო.

6.გიორგი ქინქლაძე v საუთჰემპტონი (დუბლი)

გიორგი ქინქლაძემ საუთჰემპტონთან იმ ლეგენდარული გოლის მატჩში მეორე ბურთიც შეაგდო და ერთადერთი "ქართული დუბლი" შეასრულა პრემიერ ლიგის ისტორიაში.

7.გიორგი ქინქლაძე v უიმბლდონი

გიორგი ქინქლაძემ სიტის შემდეგ ინგლისური კარიერა დერბი ქაუნთიში გააგრძელა, სადაც კიდევ 3 გოლი გაიტანა.

8.გიორგი ქინქლაძე v ლიდს იუნაიტედი

დერბიში გატანილი 3 გოლიდან, ქინქლაძის ყველაზე ლამაზი შემოქმედება ლიდს იუნაიტედის წინააღმდეგ გატანილი ბურთი იყო.

ქინქლაძე თამაშში 73' წუთზე ჩაერთო, 75' წუთზე კი მეტოქის ორი მცველი მოატყუა და შესანიშნავი გოლი გაიტანა.

9.გიორგი ქინქლაძე v ლესტერი

პრემიერ ლიგაში თავისი უკანასკნელი გოლი ქინქლაძემ ლესტერს გაუტანა.

10.თემურ ქეცბაია v კრისტალ პალასი

ყველაზე წარმატებული ქართველი პრემიერ ლიგაში თემურ ქეცბაიაა. ქეცბას ნიუკასლის რიგებში ინგლისის პირველობაზე 9 გოლი აქვს გატანილი და კიდევ არაერთი საგოლე გადაცემა გაკეთებული.

11.თემურ ქეცბაია v ბოლტონი

ქეცბაიას არანორმალური აღნიშვნა, რომელიც ინგლისში დღესაც ახსოვთ, მის ბოლტონის კარში გატანილ გოლს მოჰყვა.

ქეცბამ ამ გოლით ნიუკასლის 9 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა - საინტერესოა რომ ამ წარუმატებელ სერიამდე უკანასკნელი გამარჯვება ნიუკასლმა ასევე ქეცბაიას გოლით მოიპოვა კრისტალ პალასთან.

12.თემურ ქეცბაია v ლიდს იუნაიტედი

ლიდს იუნაიტედის წინააღმდეგ თემურ ქეცბაია მოედანზე 86' წუთზე გამოვიდა, მაგრამ 4 წუთში გოლის გატანა და საკუთარი გუნდის გადარჩენა მოახერხა.

13.თემურ ქეცბაია v საუთჰემპტონი

გიორგი ქინქლაძე ერთადერთი ქართველი არაა, ვინც საუთჰემპტონის წინააღმდეგ გოლი შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ გაიტანა. ეს ქეცბაიასაც აქვს გაკეთებული.

14.თემურ ქეცბაია v ჩარლტონი

98/99 სეზონის 22-ე ტურში ქეცბაიამ საჯარიმოს გარედან შესანიშნავი გოლი ჩალრტონს გაუტანა.

15.თემურ ქეცბაია v ასტონ ვილა

ასტონ ვილასთან გატანილი გამარჯვების გოლი ნიშნავდა, რომ ქეცბაიამ გოლი ზედიზედ ორ ტურში შეაგდო.

16.თემურ ქეცბაია v დერბი ქაუნთი

31 ტურში ნიუკასლმა დერბი 4:3 დაამარცხა, მესამე და მეოთხე ბურთები კი გუნდმა ქეცბაიას გოლითა და საგოლე გადაცემით გაიტანა.

17.თემურ ქეცბაია v ტოტენჰემი

თემურ ქეცბაიას უკანასკნელი გოლი პრემიერ ლიგაში, შესაძლოა, ყველაზე შთამბეჭდავი იყოს ქართველებს შორის.

ამ სეზონში ტოტენჰემი საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო და ლიგის თასის მოგება შეძლო, ქეცბაიამ კი მატჩის 78' წუთზე მათ წინააღმდეგ უძლიერესი საჰაერო დარტყმიდან ბურთი პირდაპირ ცხრიანში შეაგდო.