Search

პრემიერ ლიგის XXV ტური - მოურინიო v გვარდიოლა

ავტორი: გიორგი ლემონჯავა
ლინკი დაკოპირდა arrow down share iconლინკის კოპირება
ფონტის ზომა
TT

პრემიერ ლიგის 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი მანჩესტერ სიტისა და ტოტენჰემის დაპირისპირება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დეზები სახლში თამაშობენ, შეხვედრის აშკარა ფავორიტები ქალაქელები არიან.

ბოლო 5 პრემიერ ლიგის ტურში მოპოვებული ერთადერთი გამარჯვების ფონზე, ტოტენჰემისგან სიტის წინააღმდეგ ბევრს არაფერს ელიან. დეზებმა სათასო დაპირისპირებაში საუთჰემპტონის დამარცხებაც ვერ მოახერხეს, რის გამოც, განმეორებითი მატჩის ჩატარებაც მოუწევთ. ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ჰარი კეინის ტრავმა გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია. ბოლო 4 ტურიდან 3-ში ლივერპულმა გოლის გატანაც კი ვერ მოახერხა, ეს ნავსი კი დეზებმა ბოლოადგილოსანი ნორვიჩის წინააღმდეგ გაწყვიტეს. ბრიტანელი ფორვარდი გუნდს აპრილში დაუბრუნდება, იქამდე კი ტოტენჰემს შეტევაში ხიფათის შექმნა ძალიან უჭირს. მოურინიო, რომელმაც თავის დროზე სახელი "დიდი მატჩების მწვრთნელის" სტატუსით გაითქვა, ტოტენჰემში სწორედ ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ არის ყველაზე სუსტი. ოლდ ტრაფორდზე დაბრუნებისას დეკემბერში მოუმ 2:1 წააგო, იმავე თვეში კი მის კიდევ ერთ ყოფილ გუნდთან, ჩელსისთან დამარცხდა 2:0, ამჯერად სახლში. იანვარში ჟოზემ ლივერპულთანაც წააგო და ჯერ-ჯერობით, გრანდებთან 3-დან 3 წაგება აქვს. სიტისთან მატჩი ტოტენჰემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ მათ იმედი აქვთ რომ ოთხეულში მოხვდებიან. მეორეადგილოსანი სიტი ლივერპულს 19 ქულით ჩამორჩება და, მიუხედავად იმისა, რომ საჩემპიონო რბოლა დიდი ალბათობით უკვე დასრულდა, სიტის სეზონის გადარჩენა ჯერ კიდევ შეუძლია. მეორე ადგილი პრემიერ ლიგაში, ინგლისის თასებზე წარმატების მიღწევა და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში შორს გასვლა სიტისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი იქნება.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

რაც შეეხება ლივერპულს, მერსესაიდელები ალბათ პრემიერ ლიგის ტიტულზე მეტად უკვე "ოქროს პრემიერ ლიგაზე" ფიქრობენ და არსენალის 2003/04 რეკორდის გამეორებას უმიზნებენ. 25-ე ტურში ლივერპული საუთჰემპტონს მასპინძლობს, ენფილდზე კი წითლებმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩიდან ყველა მოიგეს. საუთჰემპტონმა ტაქტიკის შეცვლის შემდეგ ქულების მოგროვება დაიწყო და გასავარდნ ზონას თავი კარგად დააღწია, მაგრამ ლივერპულთან მატჩი სულ სხვა საქმეა. ლესტერ სიტი ამ ტურში ჩელსის უმასპინძლებს. მელიები მესამე ადგილზე არიან და ფრენკ ლამპარდის გუნდს 8 ქულით უსწრებენ, ამ მატჩში გამარჯვების მოპოვება კი მელიებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის გარანტირებასთან ძალიან ახლოს მიიყვანს. თუმცა, ლამპარდის გუნდთან სახლში გამარჯვების მოპოვება ადვილი სულაც არ არის. არისტოკრატებმა ამ სეზონში გასვლაზე მეტი ქულა მოიპოვეს, ვიდრე სტემფორდ ბრიჯზე. თუმცა, ბოლო ორ გასვლით მატჩში ჩელსიმ ბრაიტონთან ფრე ითამაშა და ნიუკასლთან დამარცხდა. უიქენდის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი გაიმართება ოლდ ტრაფორდზე, სადაც მანჩესტერ იუნაიტედი ვულვზს უმასპინძლებს. ოლეს შეგირდები ტრავმებით არიან გამწარებულნი, ვულვზი კი ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა მიმდინარე სეზონში. წითელ ეშმაკებს რაშფორდი, მაკტომინეი და პოგბა დააკლდებათ, რამაც შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე ადგილისთვის ბრძოლაში იუნაიტედი კიდევ უფრო დააზიანოს. ვულვერჰემპტონი ოპტიმალური ფორმისგან შორსაა, მაგრამ მათი დამარცხება ადვილი არცერთი გუნდისთვის არ არის. მგლებს სიტისა (5) და ლივერპულის (0) შემდეგ ყველაზე ნაკლები (6) წაგება აქვთ მიმდინარე სეზონში.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

ტოპ 10 ფილმი გემბლინგზე სანამ პოკერის ტურნირის ან ფეხბურთის მატჩის დაწყებას ელოდებით,  შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენს ფავორიტ 10 ფილმს გემბლინგზე და კომენტარებში თქვენი ვარიანტებიც შემოგვთავაზოთ. სინგლი, ექსპრესი თუ სისტემა? ალბათ ტოტალიზატორის ყველა მოყვარულს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასჩენია კითხვა, თუ რა განსხვავებაა სინგლის, ექსპრესისა და სისტემის ტიპის ბილეთებს შორის? სპორტ ტოტოს გამარჯვებულმა რეკორდული თანხა მოიგო 26 დეკემბერს სპორტ ტოტოში რეკორდული თანხა გათამაშდა. მოთამაშემ ნიკით JEMIKO თხუთმეტიდან თხუთმეტივე შედეგი გამოიცნო და 74,000 ლარი მოიგო.