Search

პოკერის შოუები - კვირა 2

ფონტის ზომა
TT

გთავაზობთ აჭარასპორტის ეთერში ამ კვირაში გასული პოკერის შოუების Big Game-ს, Shark Cage-ის და EPT-ს ეპიზოდებს

ახალი ეპიზოდების ნახვა შეგიძლიათ აჭრასპორტის ეთერში, ყოველ კვირა შაბათიდან სამშაბათის ჩათვლით

დრო შაბათი კვირა ორშაბათი სამშაბათი
0:15 Big Game Shark Cage ETP Big Game
01:00 Big Game Shark Cage ETP Big Game
02:00 Big Game Shark Cage ETP Big Game

Big Game

პოკერის ლეგენდები ონლაინ სატელიტის ერთ გამარჯვებულს ეთამაშებიან. ეს ის ლეგენდები არიან, რომლებმაც თავი 2000-იანებში პოკერის პოპულარობის “დიდი ბუმის” დროს შეგვაყვარეს - სახასიათო პერსონაჟები, რომლებიც ერთმანეთს საკმაოდ კარგად იცნობენ და მათთვის ერთად თამაში ახალი გამოწვევაა. მათთვის მთავარია არა მხოლოდ მოგება, არამედ გართობა და უბრალოდ თამაშისგან სიამოვნების მიღება.

თამაშს ყველა იწყებს მინიმუმ 100,000 ქეშით. 150 დარიგების შემდეგ სატელიტის გამარჯვებულს შეუძლია სახლში წაიღოს ის თანხა, რაც გადააჭარბებს საწყის 100,000-ს. ყოველი 5 ეპიზოდის შემდეგ მაყურებელი ახალი სატელიტის გამარჯვებულს გაიცნობს.

ეპიზოდი 7

ეპიზოდი 8

ეპიზოდი 9

ეპიზოდი 10

ეპიზოდი 11

ეპიზოდი 12

Shark Cage

ცნობილი ადამიანები, მოთამაშეები, რომლებმაც კვალიფიკაცია ონლაინ რეჟიმში გაიარეს და პოკერის პროფესიონალები ერთმანეთს 1 მილიონიანი საპრიზო ფონდისთვის ეჯიბრებიან. Shark Cage-ში არის 6 კაციანი მაგიდები.

გადაცემაში არის value და bluff კარტების არაერთი განსხვავებული კომბინაცია. თუ მოთამაშემ წარმატებით ვერ იბლეფა, ან სხვის ბლეფს წამოეგო, ის თავს ციხეში ამოჰყოფს.

ეპიზოდი 4

ეპიზოდი 5

ეპიზოდი 6

EPT

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლაივ ტურნირი პოკერში, რომელიც ევროპის წამყვან ქალაქებში ტარდება. ტურნირის მონაწილეები მთელი მსოფლიოდან შეკრებილი პროფესიონალი მოთამაშეები და მოყვარულები არიან.

EPT (ევროპის პოკერის ტური) არის მსოფლიო პოკერის ტურის (WPT) მსგავსი ტურნირების სერია, რომელიც შექმნა ჯონ დატიმ. ეს ყველაფერი დაიწყო 2004 წელს, ტეხასური ჰოლდემის უზომოდ ზრდადი პოპულარობის პერიოდში. 2011 წლიდან EPT-ს აფინანსებს და მის სრულ მფლობელობაშია PokerStars-ი.

ამ კვირის 3 ეპიზოდში შეგიძლიათ იხილოთ ბარსელონას Main Event ტურნირი

ეპიზოდი 4

ეპიზოდი 5

ეპიზოდი 6