Search

10 საინტერესო ფაქტი პოკერის შესახებ

ფონტის ზომა
TT

ჩვენ ვეცადეთ ყველაზე უცხო, საინტერესო ფაქტები მოგვეძიებინა პოკერის შესახებ. აი რამდენიმე მათგანიც:

1. თავიდან პოკერს მხოლოდ 20 კარტით თამაშობდნენ. მოთამაშეებს 5-5 კარტი ურიგდებოდათ და ფსონს ჩამოდიოდნენ იმაზე, თუ ვის ჰყავდა საუკეთესო ხელი. 52 კარტით თამაშის შემთხვევა ჩანაწერებში პირველად 1834 წელს ფიქსირდება.

 

2. პოკერი ეკრანებზე პირველად 1973 წელს გამოჩნდა. WSOP ტურნირის იდეა 1969 წელს, "ტეხასის აზარტულ შეკრებებზე" ჩაისახა. თავად ტურნირი კი 1973 წელს გაშუქდა ტელევიზიით. ვიდეო-რეპორტაჟი CBS-ს ეკუთვნის.

 

3. თამაშის დასახელების წარმოშობაზე მკვლევარების აზრი ორად იყოფა: ერთნი ფიქრობენ, რომ ფრანგული თამაში "poque" ახლანდელ პოკერს ჰგავს და სწორედ ეს იქცა თამაშისთვის "პოკერის" დარქმევის ინსპირაციად. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ სიტყვა "პოკერი" გერმანული ტერმინიდან ("pochen") მომდინარეობს, რაც ბლეფობას ნიშნავს. თქვენ რომელ ვერსიას მიემხრობოდით?

 

 

4. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა, პირველი საარჩევნო კამპანია პოკერში მოგებული თანხით დაიფინანსა. პოკერის თამაში ამერიკის საზღვაო ძალებში მსახურობისას დაიწყო და ერთერთი თამაშში 6,000 აშშ დოლარიც მოიგო. ახლა ეს თანხა დაახლოებით 50,000 აშშ დოლარს უტოლდება. როგორც იცით, მისმა კამპანიამ შედეგი გამოიღო და გაიმარჯვა კიდეც ნიქსონმა.  

 

5. პოკერში შესაძლო 5-კარტიანი კომბინაციების სულ 2,598,960 ვარიანტი არსებობს.  

6. დოილ ბრუნსონმა 2-ჯერ მოიგო WSOP Main Event-ი ისეთი სუსტი ხელით, როგორიცაა ათიან-ორიანი.  

7. Texas Holdem Poker-ს ასე მას შემდეგ ეწოდა, რაც ტეხასელმა მოთამაშეებმა ლას-ვეგასელებს თამაშის საკუთარი ხერხი ასწავლეს, გააოცეს ისინი და პოკერის თამაშის ტეხასური სტილი დაამკვიდრეს მსოფლიოს აზარტული ინდუსტრიის ცენტრში.

 

8. პოკერი ყველაზე მაღალშემოსვლიანი სპორტია მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმრავლესობას ფეხბურთელები მიაჩნია ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენებად, ეს ტიტული ობიექტურად პოკერის მოთამაშეებს ეკუთვნით.  

 

9. პოკერში ჯერჯერობით ყველაზე გავრცელებული ცრურწმენა ისაა, რომ ჭუჭყიან სამოსს წარმატება მოაქვს. სწორედ ამიტომ, არაერთი მოთამაშე გაურეცხავი ტანსაცმლით ამჯობინებს ტურნირზე გამოცხადებას. :O  

 

10. და ბოლოს: მსოფლიოში ყველაზე მაღალი 40%-იანი რეიკბექის მიღება აჭარაბეთზეა შესაძლებელი.