Search

5 მიზეზი, თუ რატომ მოიგებს რონალდუ ოქროს ბურთს

ავტორი: გიორგი ლემონჯავა
ლინკი დაკოპირდა arrow down share iconლინკის კოპირება
ფონტის ზომა
TT

რეალიდან წასვლის შემდეგ, რონალდუ ელოდა რომ წლის ბოლოს მეექვსე ოქროს ბურთს მოიგებდა და ლიონელ მესის ამ ჯილდოების რაოდენობაში გადაუსწრებდა.

თუმცა, ორი წლის შემდეგ, ყველაფერი პირიქითაა. "რონალდუს ოქროს ბურთი" 2018 წელს მოდრიჩმა მოიგო, 2019 წელს კი ტიტული ლიონელ მესის ერგო, რომელმაც რონალდუს კიდევ ერთხელ გადაასწრო. ეჭვიც არ გვეპარება რომ რონალდუს თვალი ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოზე კვლავ ადგას. რა მიზეზები გვაქვს იმის საფიქრელად, რომ 2020 წლის ოქროს ბურთს კრიშტიანუ რონალდუ დაეუფლება?

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

5.სერია ა

კრიშტიანუ რონალდუ როცა 2018 წლის ზაფხულში კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ იუვენტუსში ახალი გამოწვევებისთვის გადავიდა, მისი კრიტიკოსების მთავარი სათქმელი ის იყო, რომ იუვენტუსი იტალიის ჩემპიონატს ყოველთვის იგებს და ეს ტურნირი ტურინელებისთვის გამოწვევას საერთოდ არ წარმოადგენს. თუმცა, 2018/19 სეზონში რონალდუმ იუვენტუსს მხოლოდ საკუთარი გოლებით 18 ქულა მოუტანა და ტურნრიის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, რის გამოც, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იუვენტუსის სკუდეტოში მას მთავარი დამსახურება მიუძღვის რონალდუმ ეს მაჩვენებელი წელს უკვე გაიმეორა და სეზონის ბოლომდე, დიდი ალბათობით, საგრძნობლად გააუმჯობესებს. რონალდუს გოლებით იუვენტუსმა 22 ტურის შემდეგ ზუსტად 18 ქულა მოიპოვა, სეზონის განმავლობაში სტაბილურობა კი ოქროს ბურთის მოსაგებად ძალიან მნიშვნელოვანია.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

4.პირადი სტატისტიკა

5 მიზეზი რონალდუ კრიშტიანუ რონალდუ დიდი ხანია ისეთ ფეხბურთელად იქცა, რომელსაც ყველაზე კარგი შედეგები სეზონის მეორე ნახევარსა და დასკვნით ფაზაში აქვს. გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონია, დეკემბრიდან მოყოლებული რონალდუმ გოლი სერია ა-ს აბსოლუტურად ყველა მატჩში გაიტანა. უკანასკნელ 9 ტურში კრიშტიანუს 14 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს და სერია ა-ს ბომბარდირთა დავაში უკვე მეორე ადგილზეა. სეზონის სუსტი სტარტის შემდეგ, რონალდუ ოქროს ბუცის ბრძოლიდან ჩამოწერილი ჰყავდათ, მაგრამ კრიშტიანუ ადრე თუ გვიან აუცილებლად იწყებს გატანას. რონალდუმ ისიც მოახერხა, რომ მიმდინარე სეზონში უკვე ლიონელ მესიზე მეტი საკლუბო გოლი აქვს - პორტუგალიელი მესის ამ სეზონში 22:19 ჯობნის.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

3.ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი

კრიშტიანუ რონალდუ რონალდუს საყვარელი ტურნირი დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგაა. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირობასთან ერთად, რონალდუს ფრანცისკო ხენტოს (6) შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ტიტული ყველაზე მეტჯერ (5) აქვს მოგებული. მეტიც, რონალდუზე მეტი ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ 3 გუნდს (რეალი - 13, მილანი 7, ლივერპული - 6) აქვს. გამონაკლისი მისთვის არც იუვენტუსია, ტურინელთა შემადგენლობაში რონალდუმ უკვე 8 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფებში არანორმალური შედეგის ჩვენებას ბებერი ქალბატონის რიგებშიც განაგრძობს - ატლეტიკოსთან საოცარი ჰეთთრიკი და აიაქსთან ორივე მატჩში გატანილი გოლები იუვენტუსისთვის გასულ სეზონში არ აღმოჩნდა, მაგრამ რონალდუ ცდას არც წელს დააკლებს.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

2.მესის პრობლემები აქვს

კრიშტიანუ რონალდუ ესპანურ პრესაზე დაყრდნობით, ლიონელ მესის გუნდიდან ერნესტო ვალვერდეს წასვლა დიდად არ გახარებია, რადგან არგენტინელი ვალვერდესთან თავს კომფორტულად გრძნობდა და "თავის გემოზე" იყო. ერიკ აბიდალმა კი განაცხადა რომ ვალვერდეს გუნდში ფეხბურთელების დიდი ნაწილი საკმარისად არ შრომობდა და გუნდის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდათ, რაზეც მესის უარყოფითი რეაცია ჰქონდა. კიკე სეტიენის მოსვლის შემდეგ, ბარსელონა შედეგებს ძალიან მძიმედ აღწევს, კატალონიელებმა პირველი ადგილი დაკარგეს და კოპადან კინაღამ იბიცასთან გამოვარდნენ. დაცვაში არსებული პრობლემები კი არ გვიტოვებს იმის ფიქრის მიზეზს, რომ ბარსელონა ამ სეზონში ტოპ ტიტულებისთვის გაიბრძოლებს.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

1.ევრო 2020

კრიშტიანუ რონალდუ კრიშტიანუ რონალდუ ევროპის მოქმედი ჩემპიონია! მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, რონალდუ ევროპაზე ყოველთვის ფენომენალურად გამოდის ხოლმე. 4 ევროპის ჩემპიონატიდან რონალდუმ ერთხელ მოიგო, ერთხელ ფინალი ითამაშა, ერთხელ ნახევარფინალი დათმო ესპანეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში, ერთხელ კი გერმანიასთან დამარცხდა მეოთხედფინალში. რონალდუ მიშელ პლატინისთან ერთად ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, ევრო 2020-ზე სულ რაღაც ერთი გოლის გატანის შემთხვევაში კი ტურნირის ისტორიაში ერთპიროვნული ლიდერი გახდება. რონალდუს ასევე ერთი გამარჯვება აკლია რომ ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგება ქონდეს, დუბლის შესრულების შემთხვევაში კი ტურნირის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდება ვინც ევროზე 3 ჰეთთრიკს შეასრულებს (ისევე როგორც პირველი ფეხბურთელი, ვინც გოლს 5 ევროპის ჩემპიონატზე გაიტანს) ეს ის რეკორდებია, რომლების მოხსნაც რონალდუს ძალიან ადვილად შეუძლია. აი პორტუგალიის წარმატების შემთხვევაში, სუპერვარსკვლავი უამრავ ისეთ რეკორდს მოხსნის, რომლებიც მის სახელს სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში ბევრად უფრო მაღლა დააყენებს.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

ტოპ 10 ფილმი გემბლინგზე სანამ პოკერის ტურნირის ან ფეხბურთის მატჩის დაწყებას ელოდებით,  შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენს ფავორიტ 10 ფილმს გემბლინგზე და კომენტარებში თქვენი ვარიანტებიც შემოგვთავაზოთ. სინგლი, ექსპრესი თუ სისტემა? ალბათ ტოტალიზატორის ყველა მოყვარულს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასჩენია კითხვა, თუ რა განსხვავებაა სინგლის, ექსპრესისა და სისტემის ტიპის ბილეთებს შორის? სპორტ ტოტოს გამარჯვებულმა რეკორდული თანხა მოიგო 26 დეკემბერს სპორტ ტოტოში რეკორდული თანხა გათამაშდა. მოთამაშემ ნიკით JEMIKO თხუთმეტიდან თხუთმეტივე შედეგი გამოიცნო და 74,000 ლარი მოიგო.