Search

NBA All-Star 2021 - იანისი ემვიპია!

ფონტის ზომა
TT

2021 წლის ოლ-სტარი ფავორიტად შერაცხულმა ლებრონის გუნდმა მოიგო. ლებრონმა თამაში უჩვეულოდ მოკრძალებული სტატისტიკით დაასრულა: მეფის ანგარიშზე 4 ქულა, 4 გადაცემა და 2 მოხსნაა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლებრონმა პარკეტზე მხოლოდ 12 წუთი დაჰყო.

სამაგიეროდ ფენომენალურად ბრწყინავდა და შოუს დგამდა სტეფ კარი: 28 ქულა, 4 მოხსნა და 4 გადაცემა, 8/16 პერიმეტრიდან.
 

ლილარდმა 32 ქულა, 2 გადაცემა, 8/16 სამქულიანი მიითვალა


მატჩის MVP იანის ანტეტოკუნმპოს გახდა, რომლის ანგარიშზე 35 ქულა, 7 მოხსნა და 3 გადაცემაა. აღსანიშნავია, რომ ბერძენს არც ერთი სროლა არ გაუფუჭებია: მის ანგარიშზე 16 მცდელობიდან 16 ჩაგდებული ბურთია, მათ შორის 3 პერიმეტრიდან.

რაც შეეხება ოლ-სტარის დანარჩენ შეჯიბრებს:
3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებული: სტეფ კარი
ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული: ანფერნი საიმონსი
ოსტატობის კონკურსის გამარჯვებული (TacoBellSkills​​): დომანტას საბონისი